ბორჯომიდან კორონა ვირუსის სიმპტომებით პაციენტი თბილისში გადაიყვანეს.

0
ბორჯომის GEO ჰოსპიტალში გუშინ ბაკურიანიდან პაციენტი გადმოიყვანეს, რომელსაც სავარაუდოდ კორონა ვირუსის სიმპტომები აქვს. ახალგაზრდა ქალი იტალიიდან 18 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერეტურის მატება კი ჩამოსვლიდან მეჩვიდმეტე დღეს დაეწყო. ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან პაციენტი გუშინვე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულად გადაიყვანეს. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქალი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს.
#news
#კორონავირუსი
#borjomi
Borjomi
0