ერთი ქალის შეუპოვრობის ისტორია - ნინო ზამბახიძე

0
ადამიანი, რომელიც ცდილობს თავისი წარმატება სხვებსაც გაუზიაროს და დახმარების ხელი გაუწოდოს მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება - ეს ნინო ზამბახიძეა. მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩაება და გაიგო ფერმერები რამდენი პრობლემის წინაშე დგანან, გადაწყვიტა „ფერმერთა ასოციაცია“ დაეარსებინა. 2012 წელს ის სახელმწიფოსა და ფერმერებს შორის შუამავალი გახდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ფერმერული მეურნეობის განვითარებაში. ფაქტობრივად, ჩავარდნილი ბიზნესი წინ წამოწია და ფერმერებს გვერდში დაუდგა. აღსანიშნავია, რომ ზამბახიძე იმ საქმიანობისა და შრომისთვის, რომელიც მან საზოგადოებისთვის გასწია, 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად დაასახელეს. მან ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც ფერმერულ მეურნეობას ნამდვილად აწუხებდა და მოუგვარებელ პრობლემად რჩებოდა. მაგალითად: ფინანსები, განათლება, ინფრასტრუქტურა და ა.შ. მან დაიწყო ტრენინგების ჩატარება. ხვდებოდა, ესაუბრებოდა ფერმერებს და ცდილობდა ტექნიკისა და ფინანსების საკითხები მათთან ერთად მოეგვარებინა. ნინო დღემდე აქტიურად აგრძელებს ფერმერთა უფლებების დაცვასა და მათთვის დახმარების გაწევას. მისი სახელი საზღვრებს გასცდა და მსოფლიომ გაიგო ერთი ქალის შეუპოვრობის ისტორია. 2019 წელს ნინო ამერიკაში, თეთრ სახლში იმყოფებოდა, სადაც დონალდ ტრამპმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს უმასპინძლა. ტრამპის ქალიშვილის მიმართვის შემდეგ კი სიტყვითაც გამოვიდა. სამწუხაროდ, 2019 წელს გარკვეული პრობლემების შექმნის გამო ნინოს საკუთარი ფერმის გაყიდვა მოუწია, თუმცა ამას არ შეუშინებია და დღესაც აგრძელებს ბრძოლას თავისი თანაგუნდელებისა და ფერმერების დასახმარებლად. მას ბევრი ინიციატივა, იდეა და პროექტი აქვს, რომელიც შეამსუბუქებს ფერმერთა საქმინობას და ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის განვითარებას.
#ნინოზაბახიძე
#ფერმერთაასოციაცია
#წარმატებულიქალი
#tbilisidaily
0