ნეტო აღრიცხვა

1
„ნეტო აღრიცხვა“ განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სემეკის ინიციატივით დაინერგა. კერძოდ, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით, საჭირო რაოდენობა მოიხმაროს, ხოლო ჭარბი რაოდენობა მიაწოდოს შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის ქსელს. ქსელისათვის მიწოდებული ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება მომხმარებლის მიერ ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი. სემეკი ამჟამად მუშაობს „ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის 100კვტ-დან 500 კვტ-მდე გაზრდაზე. დღეისათვის „ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში არსებული მონაცემებით 158 ობიექტია ჩართული. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელი ქსელში 70 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 88 სადგური. ჯამში, გამანაწილებელ ქსელებში ჩართული სადგურების საერთო დადგმული სიმძლავრე შეადგენს 2 .1 მგვტ-ს.
#სემეკი
#როცაბალანსიდაცულია
#news
1