"ზებრა" გადასასვლელების პრობლემა მარნეულში

0
მარნეულის ყველაზე გადატვირთულ ქუჩაზეც კი არსებობს "ზებრა" გადასასვლელი, რომელიც წაშლილია და კიდევ რამოდენიმე, რომლებიც ნაწილობრივ არის წაშლილი. აღსანიშნავია, რომ მარნეულში მხოლოდ ერთი შუქნიშანია. შესაბამისად გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობას მხოლოდ "ზებრა" გადასასვლელები და მათთან მდებარე ბარიერები განსაზღვრავს. თუმცა არის ადგილები, სადაც ბარიერები არ არის, "ზებრა გადასასვლელები კი - ნაწილობრივ ან მთლიანად არის წაშლილი. ეს პრობლემა არ შეიძლება დაბრალდეს სახსრების უქონლობას. მის მოგვარებას მიზერული თანხა და ცოტაოდენი ყურადღება სჭირდება, რასაც როგორც ჩანს არავინ იჩენს.
#Marneuli
0