გადაწყვეტილება სამუშაო მივლინებებსა და სასწავლო ვიზიტებთან დაკავშირებით

0
დღეს უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება თვითიზოლაციაში საკარანტინო პერიოდის გატარების თაობაზე, კიდევ ერთხელ მკაცრად მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან პოტენციური საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.
#საკოორდინაციოსაბჭო
#რეკომენდაცია
#მივლინება
#ჯანდაცვა
#tbilisidaily
0