,,არ არსებობს ყოფილი პრეზიდენტი" - შალვა ნათელაშვილი გიორგი მარგველაშვილზე

0
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი , , ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაზე მივიდა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შალვა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ , , პრეზიდენტი პრეზიდენტია" და ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს. , , ჩვენ, რა თქმა უნდა მივესალმებით ბატონი გიორგის მობრძანებას. მსოფლიო საკონსტიტუციო პრაქტიკით, ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს, პრეზიდენტი პრეზიდენტია", — განაცხადა ნათელაშვილმა. თავად გიორგი მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება ქართული დემოკრატიის დიდი ხნის ნანატრი მიზანი იყო და ამ მონაპოვრისთვის სურს მადლობა გადაუხადოს ოპოზიციის წარმომადგენლებს.
#შალვანათელაშვილი
#გიორგიმარგველაშვილი
#ოპოზიცია
#საარჩევნოსისტემა
#ლეიბორისტულიპარტია
#tbilisidaily
0