ბელერში ისევ ხანძარია

0
? ბელერში ხანძარს ვერ აქრობენ. როგორც სოფ.ჯგალის გამგეობაში "ჯგალი ნიუსს" განუცხადეს, ცეცხლი ჯერ ხმელ ბალახს წაეკიდა, შემდეგ კი რამდენიმე ოჯახის თხილნარსაც მოედო. ? როგორც გამგეობაში აცხადებენ, იმის გამო, რომ სამეგრელოს ტერიტორიაზე ცეცხლის რამდენიმე კერაა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არ ჰყოფნით. ? "ცეცხლის ჯერ ლეღვინჯილეში გაჩნდა, შემდეგ კი ბელერსაც გადმოედო. ხანძრის ჩაქრობა ძლიერი ქარისა და მიუვალი ადგილის გამო ვერ ხერხდება. უსაფრთხოების გამო, მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. მეხანძრეები ხვალ დილიდან გაგრძელებენ ხანძრის ლოკალიზებას" - განგვიცხადეს სოფ.ჯგალის გამგეობაში.
0