ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, საბოლოო, მეოთხე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
GWP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე 400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა სრულად განახლდება. წყალმომარაგების ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.
აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში კომპანია 1, 5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზირზე, რეაბილიტაციის საბოლოო ეტაპის სამუშაოებს აპრილის ბოლოს დაასრულებს.
#GWP
#წყალმომარაგება
#ჭავჭავაძე
#tbilisidaily