21-ე საუკუნის ახალი ათწლეულის დასაწყისში საქართველოში და უფრო მეტად თბილისში იმატა თინეიჯერთა თვითმკვლელობის შემთხვევებმა. საზოგადოებამ ამ თემასთან დაკავშირებით კითხვების დასმა დაიწყო, შეიცხადა და დანანებით გააქნია თავი.თუმცა რა არის იმის მიზეზი რომ 13-17 წლის ახალგზრდები თავს იკლავენ.ამ სტატიაში მინდა ამ მიზეზებზე ვისაუბრო და დავამტკიცო, რომ მეტწილად თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამ ყველაფრის შეცვლა.
ოჯახი და საცხოვრებელი გარემო.
ჩემი თვალსაზრისით ამ ყველაფრის თავი და თავი საცხოვრებელი გარემო და ოჯახია, რადგან ადრეულ ასაკში სწორედ ამ ორ ადგილას ყალიბდება პიროვნების ფსიქოლოგია და ფსიქოლოგიური მდგრადობა.ოჯახის დანიშნულებაა მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია მოზარდს იმ შედეგებზე რაც მის საქციელს შეიძლება მოჰყვეს და ასწავლოს, რომ თუ რაიმეს ჩაიდენს უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე, თუმცა, სამწუხაროდ ხშირადაა რომ გამეფებული, ამორალური აზროვნება იძლევა მშრალ პასუხებს იმაზე რომ რაღაც ცუდია და რაღაც კარგი.აქ პრობლემა არც მშობლებშია რადგან ამ სისტემას თაობებში აქვს ფესვები გამჯდარი, რაღაც ეტაპამდე პასუხი ცუდია და კარგია, დამაკმაყოფილებელია.თუმცა, როდესაც ადამიანი იწყებს აზროვნებას უჩნდება კითხვები თუ რატომაა ცუდი ან კარგი და როდესაც პასუხებს ოჯახისგან ვერ იღებს უწევს ამ პასუხების მიღება საცხოვრებელი გარემოდან.შესაბამისად, სრულად შესაძლებელია გარემოს აზრი სრულად მცდარი იყოს და ჩამოყალიბების პერიოდში მყოფი ფსიქოლოგია სრულიად შეიპყროს.რაც შემიძლია ვთქვა გარემოზე არის ის, რომ თუ გარემო არის შემდგარი სოციუმისგან, რომელიც არის ბუნებით ბულერი ხშირად ხდება ფსიქოლოგიური წნეხის საშუალებით ადამიანის გატეხვა და მიყვანა თვითმკვლელობამდე.
განათლების სისტემა.
განათლების სისტემა, რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოფს მსგავს საკითხებს, მაგრამ სწორედ სისტემას შეუძლია დანერგოს ნაკლები აგრესია მოზარდებში, თუნდაც კვალიფიციური პედაგოგების ყოლით, რომელებიც კოფნლიქტს უბრალოდ არ შეაქცევენ ზურგს ან არ ჩაფარცხავენ თითქოს არც კი მომხდარა.საჭიროა პედაგოგებმა გაიარონ კონსულტაცია ფსიქოლოგებთან თუ როგორ უნდა მიუდგნენ კონკრეტული მიდრეკილების მქონდე ახალგაზრდებს,
რადგან არ არსებობს სრულად შეთანხმებული ორი ადამიანი და შეიძლება მცირე კონფლიქტმაც კი დაიწყოს ჯაჭვური რეაქცია, რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგები მოაქვს.ჩემთვის დღევანდელი პედაგოგების უმრავლესობის კვალიფიკაცია ეჭვქვეშ დგას რადგან ბევრი შემთხვევა სწორედ მათი დაუდევრობით ხდება და არ ესმით იმ პროფესიის აზრი რასაც ქვია იყო პედაგოგი.ეს არ არის უბრალოდ სამუშაო ადგილი სადაც მიხვალ გააკეთებ შენს საქმეს და წამოხვალ. მართალია ისიც რომ ფინანსური თვალსაზრისით მასწავლებლები კაპიკეპს იღებენ და ამაზე პასუხისმგებლობა განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს, მაგრამ თუ პედაგოგი არ არის მოწოდებით პედაგოგი და არ უყვარს საქმე მისი მოტივი ყოველთვის იქნება უფრო მეტი თანხის მიღება და არა ის რაზეც ზემოთ ვისაუბრე.
გაქვავებული ურთიერთობები
ერთი შეხედვით შეიძლება ვერ დავინახოთ , მაგრამ ყოველდღიური ურთიერთობებისას ადვილად შევამჩნევთ, რომ საზოგადოება ძალიან გაცივდა.შესაძლოა ქუჩაში როდესაც ერთმანეთს ვუყურებთ, ვიღიმით და ვესაუბრებით , ეტიკეტის ფარგლებში, თუმცა , რეალურად უმრავლესობისთვის ეს უბრალოდ ფორმაა რითაც იგი არ გაიკიცხება.რა თქმა უნდა ეს არ ეხებათ მათ ვისთვისაც ეს ბუნებრივია, მაგრამ რამდენად არის ჩვენი ქალაქი სავსე მსგავსი ბუნებრივი ადამიანებით მეორე საკითხია.სწორედ ახალგაზრდებს შორის არის ურთიერთობები უფრო ბუტაფორიული კონკრეტულ გამორჩენაზე ან კონკრეტულ სოციუმში სპეციფიკური ადგილის დაკავებაზე გათვლილი შესაბამისად ყოველთვის რჩებიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლია კომუნიკაცია ისე როგორც სხვებს .ზუსტად ეს არის ჯაჭვური ეფექტი.პიროვნება მარტოა მას ხელს არც პედაგოგი უწყობს, არც გარემო, არც ოჯახი აძლევს პასუხებს რადგან ოჯახი დილიდან საღამომდე მუშაობს იმისთვის, რომ მას მატერიალური უზრუნველყოფა არ მოაკლდეს სწორედ აქ გადის ხაზი მატერიალიზმსა და არამატერიალიზმს შორის.ხშირია შემთხვევები როცა ასეთი ახალგაზრდები იღებენ მორალურ თუ ქცევით კანონების კრებულს რომელსაც შავი სამყარო ქვია.
შავი სამყარო
რაღაც დროის უკან ვიტყოდი რომ ეს საჭიროა ყველა ადამინის ცხოვრებაში მანამ სანამ არ მივხვდი რაოდენ დიდ კვალს ტოვებს თითოეული ინდივიდის ფსიქოლოგიაზე.რეალურად საბჭოთა სისტემის რეკეტი აღარ არის ისეთი პოპულარული თუმცა ხშირად სწორედ ამ რეკეტის საშუალებით ხდება ნებისმიერი პიროვნება ბულინგის, გაქურდვის, ლაფის დასხმის თუ სიკვდილის მსხვერპლი.თუნდაც ბევრია შემთხვევა როცა ეს სისტემა ითრევს პიროვნებას მასში და საბოლოოდ სანამ ფსკერზე არ ჩადის ვერ ფხიზლდება მისი გავლენიდან ამ დროს შესაძლებელია აკეთოს ყველაფერი ის რაც მის მე-ს რეალურად არ უნდა, რომ აკეთოს, თუმცა, მანიპულაციის ძალა საკმაოდ მყარია.ამ დროს შესაძლებელია დაუშავო ადამიანს ატკინო და შემდგომ ინანო თუმცა ამ ყვეალფერს ვეღარ შეცვლი და რატომ გამოდის პიროვნება ქუჩაში იმიტომ რომ ვერ იღებს საკმარის სითბოს და მხარდაჭერას იქ სადაც არის მასში აგრესია გროვდება საბოლოოდ კი ხდება თავად ის, ვინც ასე ეზიზღებოდა.
ეს არის ის ყვეალფერი რაც მარტივად ვიფიქრე რომ იწვევს იმ საშინელ შედეგებს რაც ჩვენ წინაშე დგას.იმედია ხვდებით, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ამ ყველაფრის შეცვლა.ეს არ არის ბრძოლა არც სისტემის წინააღმდეგ არც ბრბოს წინააღმდეგ ეს არის ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ მივიდეთ მათთან ვისაც ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ!
#opinion
#photo
Tbilisi