2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა

0
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში FDI-იმ $1.267 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, მთლიან ინვესტიციებში რეინვესტიციებზე მთლიანი ინვესტიციების 48%, ანუ $612.5 მილიონი აშშ დოლარი მოდის. ქვეყნების მიხედვით, 2019 წელს პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, საიდანაც $247.8 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც განხორციელებულმა ინვესტიციებმა $236 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა $132 მილიონის ინვესტიციებით. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 193.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი, 157.5 მლნ. აშშ დოლარით. ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bm.ge-ს მიერ.
#news
#business
0