სიყვარული

1
ღამით აივანზე გავდივარ. ტანზე მოცმა მეზარება და ისე გავდივარ. მხოლოდ ლოგინის შავზოლიანი მაისურით, სახელოები რომ ცოტა მოკლე აქვს. ცივა. უნდა გადააფსა დუნიას? – მომაძახებს ბებია. არ მიკვრის, რომ ბებიასაც ღვიძავს. მე არაფერს ვპასუხობ. უბრალოდ ცას ავხედავ. ცივა. სადღაც, შორიდან მომავალი გაზაფხულის დაუდასტურებელი, სავარაუდო სუნი იგრძნობა. შეიძლება რამე სითბოს ნაფლეთიც, უცებ რომ გაგკრავს და ქრება. ძნელია ამ სუნის და სითბოს დაჭერა, მაგრამ ხანდახან იჭერ. ცას ავხედავ. ღრმად ვსუნთქავ. ოდნავ მაჟრჟოლებს. არ გაცივდე, შემოი შით! – ყრუდ მომესმის თოთხმეტი ან თხუთმეტი წლის ვარ. გვიანი ზამთარია. მალე შეთენდება და სიცივე იმატებს. და შემაშინებელი სიცხადით ხვდები, რომ შენი დროა. ზუსტად ისეთის, როგორიც ხარ. შენი დრო, თუმცა შენ გვიან, იქიდან ბევრი თებერვლის მერე გამოჩნდები. გიღიმი და ოთახში ვბრუნდები. გაადაფსი დუნიას? – მეკითხება ბებია კი – რაღაც ბუნდოვანი კმაყოფილებით ვპასუხობ, ვწვები და გიყურებ. აქეთ, ბევრი თებერვლის მერე. მგონი, ეს არის სიყვარული.
#გიორგიკეკელიძე
#
#giorgikekelidze
#სხვაგურულიდღიურები
1