საქართველოს პარლამენტის წევრი, ოთარ დანელია კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ დეპუტატმა ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
დანელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხი უარყოფითია, ის რეკომენდაციის თანახმად 19 მარტამდე თვითიზოლაციაში რჩება.
, , გაცნობებთ, რომ სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19). აღნიშნული ინფორმაციის შეტყობინებისთანავე დაავადებათა კონტროლის ერ. ცენტრის/ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში.” - წერს სოციალურ ქსელში ოთარ დანელია.
#კორონავირუსი
#ოთარდანელია
#თვითიზოლაცია
#პარლამენტარი
#tbilisidaily