პაატა იმნაძე საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და გერმანიიდან დაბრუნებულებსაც თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს

0
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და გერმანიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებსაც მოუწოდებს, რომ თვითიზოლაციის რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ მან იმედის ეთერში განაცხადა. იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ამ ქვეყნებზე ოფიციალური შეზღუდვები არ აქვთ, აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები ფიქსირდება. "ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როცა ესპანეთიდან დაბრუნებულ ჩვენს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოფიციალური, საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შეზღუდვები, მართალია, არის მხოლოდ და მხოლოდ იტალია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და ირანი, მაგრამ უკვე დღეს მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დაბრუნდნენ საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და იმ ქვეყნებიდან, იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და თვითონ დაიცვან თავიანთი ოჯახები პირველ რიგში და თანამშრომლები, გადავიდნენ თვითიზოლაციის რეჟიმზე", — განაცხადა პაატა იმნაძემ. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კი კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს. P.s.სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
#headline
0