პრობლემები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - ომბუდსმენის ანგარიში

0
ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემები იკვეთება - სახალხო დამცველი ანფარიშსს აქვეყნებს. კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახემლწიფო უწყებებს უკვე გადაეცათ. ომბუდსმენისა და აიპ "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის" ერთობლივი პროექტი სისხლის-სამართლის საქმეებში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა უფლებების დაცვაა განხილული. როგორც ლომჯარიას უწყების განცხადებაშია აღნიშნული, იკვეთება როგორც პოზოტიური, ასევე ნეგატიური ტენდენციები. კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობა არაარაებითია. ასევე დავალია ფსიქოლოგების ჩართულობაც. "არ არსებობს უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფსიქოლოგენისა და საპროცესო წარმომადგენლების გადამზადებაზე" - ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით პრობლემებია მართლმსაჯულების ინფრასტრუქტურაშიც. ომბუდსმენის განცხდებაში წერია, რომ სასამართლო შენობები არ არის შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული და არ ხდება ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა. სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურას და სხვა მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე უწყებებს უკვე მიმართა. კვლევა ქუთაისის, თბილისისა და რუსთავის სასამართლოებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
#politics
#news
0