Edison Research-ის კვლევის შედეგები ცნობილია

0
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია , , ფორმულას” დაკვეთით ჩატარდა, კითხვაზე: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას ან პარტიათა ბლოკს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 53% პასუხობს, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, ხოლო 40% , , ქართულ ოცნებას”, პატრიოტთა ალიანსის” მხარდაჭერა კი 7%-ია. რაც შეეხება ე.წ. შეწონილ მონაცემებს, ამ შემთხვევაში , , ქართული ოცნების” შედეგი 39% იქნებოდა, , , ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” — 23%, ხოლო , , ევროპული საქართველოსი” — 8%. ალოკაციის მეთოდით, 6-6% აქვთ , , პატრიოტთა ალიანსს” და , , ლეიბორისტულ პარტიას”, ხოლო 5% - , , ლელოს.” Edison Research-მა აღნიშნული კვლევა თებერვლის თვეში ჩაატარა. მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო. , , ფორმულას”ინფორმაციით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.
#ფორმულა
#Edison
Research
#კვლევა
#არჩევნები
#ოპოზიცია
#ქართულიოცნება
#tbilisidaily
0