თბილისში დაგეგმილი ძიუდოს გრან პრი გაუქმდა

0
კორონავირუსის გამო თბილისში დაგეგმილი ძიუდოს გრან პრი გაუქმდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2020 წლის აპრილის დასრულებამდე ჩანიშნული ყველა ტურნირი გააუქმა. თბილისში ძიუდოს გრან პრი 27-29 მარტს უნდა ჩატარებულიყო.
#ძიუდოსსაერთაშორისოფედერაცია
#განპრი
#მატჩისგაუქმება
#თბილისი
#tbilisidaily
0