რამდენი მაჟორიტარული ოლქი იქნება თბილისში?

0
ახალი საარჩევნო სისტემის თანახმად, წინასწარი მონახაზის მიხედვით, თბილისსა და სამ დიდ ქალაქზე დაახლოებით 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გადანაწილდება, დანარჩენ შემთხვევაში კი, მთლიანობაში კი 20 მაჟორიტარული ოლქი იქნება. 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 აღმოსავლეთ საქართველოში. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თბილისში 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს – ბათუმი, ქუთაის და რუსთავი თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ რუსთავს შეიძლება მთელი რიგი მიმდებარე სოფლების დაემატოს. ფოთის შემთხვევაში საჭირო გახდება დამატებით ორი მუნიციპალიტეტის შეყვანა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იქნება ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი და ა.შ.
#თბილისი
#მაჟორიტარულიოლქი
#ქალაქები
#tbilisidaily
0