2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამცხე ჯავახეთში ორი მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება.

0
მას შემდეგ, რაც პოზიცია და ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე კონსესუს მიახწიეს, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - ირაკლი კობახიძე, მაჟორიტარული ოლქების შექმნის პრინციპზე საუბრობს: კობახიძის ინფორმაციით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 აღმოსავლეთ საქართველოში. მისივე განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება: აჭარა - 3, გურია - 1, სამეგრელო 3, რაჭა -ლეჩხუმ- სვანეთი - 1, იმერეთი - 4 , თბილისი - 7, შიდა ქართლი -2, კახეთი - 3, ქვემო ქართლი - 3, სამცხე- ჯავახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1. შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, შერეული წესით, ოქტომბერში ჩატარდება.
#politics
#news
#2020არჩევნები
#სამცხეჯავახეთი
Borjomi
0