გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში 25 მოქალაქე იმყოფება.

0
უახლესი მონაცემებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ 25 ადამიანი იმყოფება, აქედან 6 სამხედრო პირია. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცნობისთვის, გუშინდელი მონაცემებით თვითიზოლაციაში გორსა და გორის რაიონში 17 პირი იმყოფებოდა. დღეის მონაცემებით კი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ოთხივე პირი იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე გახლავთ.
#news
#coronavirus
#gori
Gori
0