უცნობი ქუთაისელის ჰოლივუდური კარიერა

0
ჰიჩკოკის "ქურდის დაჭერა" , გულდინგის "დანის პირზე", სტურგესის "მშვენიერი ქერა" - ეს ფილმები ნანახი თუ არა გაგონილი მაინც გექნებათ, მაგრამ შეიძლება არც იცოდეთ, რომ ამ გენიალურ ფილმებში ერთი ქართველიც მონაწილეობს. ნესტორ ერისთავი 1875 წელს ქუთაისის მაზრაში დაიბადა. მის ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი, ისტორიას მის შესახებ 11ჰოლივუდური ფილმის ფირი ინახავს. როგორც უცხოურ გამოცემებში ვკითხულობთ, ნესტორ ერისთავი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბიძაშვილი ყოფილა. მის პიროვნებას თვით საბჭოეთის მთავარ პერსონა - იოსებ ჯუღაშვილამდე მივყავართ. პრე-რევოლუციურ ხანაში ნესტორს სტალინი თავისთან შეუფარებია, რითაც ის მაშინდელი პოლიციისგან დაიხსნა. უკვე შემდგომში სტალინმა მადლობა სწორედ აშშ-ში წასვლაში ხელშეწყობით გადაუხადა. ნესტორ ერისთავი 1961 წელს გარდაიცვალა და მეუღლესთან, პრინცესა ანა ერისთავთან ერთად ჰოლივუდში, "Paramount Pictures"-ის დასავლეთითაა დაკრძალული. მის გვერდით კი ჯო დასენისა და ჩარლზ ჩაპლინ უმცროსის საფლავებია. #ქუთაისი #ჰოლივუდი #ნესტორ #ერისთავი #paramountpictures #kutaisidaily
0