ნოვრუზ ბაირამიც გაუქმდა

0
კორონავირუსის გამო ქვემო ქართლში "ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული" გაუქმდა. ყოველი წლის 20 მარტს მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში და დმანისში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები კომპაქტურად არიან დასახლებული, აღინიშნება "ნოვრუზ ბაირამი"- გაზაფხულის დღესასწაული.
#ბაირამობა
0