ერთა ლიგა ფანების გარეშე - პირველი გადაწყვეტილება მიღებულია.

ByM.m.m.Georgia
0
26 და 31 მარტს ევრო 2020-ის პლეი ოფის შეხვედრები გაიმართება. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი გამოვლინდა, რომელთაგან 4 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრებია. სხვა სპორტული ღონისძიებების მსგავსად, კორონავირუსმა ამ ტურნირსაც საფრთხე შეუქმნა. სახიფათო ვირუსის გამო სლოვაკეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე მიიღო - 26 მარტს სლოვაკეთისა და ირლანდიის გუნდები ერთა ლიგის ნახევარფინალში ფანების გარეშე ითამაშებენ. ბოლო ინფორმაციით, სლოვაკეთში კორონავირუსის 7 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა სპორტული ღონისძიება 2 კვირით აკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სლოვაკეთისა და ირლანდიის მატჩს არ შეეხო, რადგან ის საერთაშორისო დონისაა. შეგახსენებთ, ერთა ლიგის D ჯგუფში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი 31 მარტს კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამარჯვებულს კვლავ თბილისში დაუპირისპირდება.
#ფეხბურთი
#ერთალიგა
#სლოვაკეთი
#ირლანდია
#კორონავირუსი
ByM.m.m.Georgia
0