საქართველო და კორონავირუსი – როგორ ხვდება COVID-19-ს ქართული ჯანდაცვა

0
საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია დაინფიცირებული. დაინფიცირებული პაციენტების მიღებისთვის მზად არის ინფექციური და ბოჭორიშვილის საავადმყოფოები, მობილიზებულია ტუბდისპანსერიც. საქართველოში ამჟამად 20 000 მოქმედი ექიმია. მათ შორის 150 ლიცენზირებული ინფექციონისტია. • ჰოსპიტალურ სექტორში სულ 16 000 საწოლია • 20 ბოქსირებული პალატა • 2000 მართვითი სუნთქვის აპარატი COVID-19-ით ინფიცირების მძიმე შემთხვევების დროს, როცა პნევმონია რთულდება, მართვითი სუნთქვის აპარატის გარეშე ადამიანის გადარჩენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ ეტაპზე ყველა დაავადებულის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს.
#news
#events
#coronavirus
0