ByM.m.m.Georgia
0
რუსული პრესის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო აღლუმს არ დაესწრება. როგორც რუსები წერენ, კრემლმა ტრამპის ადმინისტრაციიდან დაპირება მიიღო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნას დაესწრებოდა. მიუხედავად ამისა, პუტინის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მათ მიერ დიპლომატიური წყაროდან მოპოვებული ინფორმაციით, ტრამპი ამ დანაპირის შესრულებას არ აპირებს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ ღონისძიებას მაინც დაესწრება. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია რუსეთის პირველმა პირმა, ვლადიმერ პუტინმა, უპასუხოდ არ დატოვა - TASS-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ მისთვის უმნიშვნელოა, უცხო ქვეყნის ლიდერები ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს დაესწრებიან თუ არა, რადგან, როგორც მან თქვა, ეს „მათი დღესასწაულია“. პუტინმა ამ ღონისძიებაზე უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული ქვეყნის მთავარი პირი მოსკოვს ესტუმროს.
#რუსეთი
#აშშ
#ტრამპი
#პუტინი
#9მაისი
#პოლიტიკა
ByM.m.m.Georgia
0