13 votes
0 comments
0 shares
Save
ნაყინის სეზონი დაიწყოო???
99 views
Elene Nachkebia
Tbilisi · 4 months ago

📣მე უკვე ყოველ დღე ვჭამ ნაყინს თქვენი არ ვიცი🤪

#ice

-cream

#tbilisiice

-cream

#goodplaces
Elene Nachkebia
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
მზია ჟორჟოლიანი
Tbilisi · 3 months ago
სიყვარულიასაშველი
#სიყვარულიასაშველი„როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით”(ნოდარ დუმბაძე) დღეს მსოფლიოს ერთიანად ჭირს ერთი მძიმე დაავადება, რომელსაც მალე უთუოდ გადაიტანს უფლისა და ადამიანის სიახლოვით, რწმენით, გონიერებით, გამძლეობითა და იმედით. ამ ჭირსაც მოერევა დედამიწა! დიდი მსხვერპლის, ტკივილისა და შეზღუდვების ფასად, მაგრამ მაინც გადაიტანს! მე უფრო ის მაფიქრებს, ადამიანი განვლილი ცხოვრების ანალიზის შემდეგ, უკვე დადინჯებული გონებით, ნეტა როგორ გაივლის ხელმეორედ მის მიერ განვლილ გზას?! გამოგვადგება კი ,,ჭირი“ ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილად?! როგორ დავიწყებთ ახალ გზას? უფრო გონებაგანათებული? უფრო მოსიყვარულე? უფრო მიმტევებელი? უფრო ძლერი? რა ვიცი... არ ვიცი... რა ვიცი.., ღმერთმა ქნას ვცდებოდე ჩემს ეჭვებში. მაგრამ რატომღაც ერთი ძველი ანეგდოტი ამეკვიატა: კაცი პარაშუტით რომ ეშვება და პარაშუტი არ გაიხსნება. ღმერთო, ოღონდ ახლა გადამარჩინეო და....ჩამოთვლის რას და რას აღარ მოიმოქმედებს. საცაა უნდა დაენარცხოს დედამიწას და... გაიშლება პარაშუტი! დადგამს თუ არა ფეხს მიწაზე, კაცს სიმწრის სიცილი წასკდება: ,,რა არ ვიბჟუტურე ამ შეშინებულზეო.’’ ასე არ დაგვემართოს... ღმერთმა დამიფაროს, რომ ტექნოლოგიური წინსვლისა და პროგრესის წინააღმდეგი ვიყო. პირიქით! ამ შეჭირვების ჟამს ძალიან გამოგვადგა: ონლაინ მომსახურება, ონლაინ ლექციები, ონლაინ გაკვეთილები, ონლაინ კონსულტაციები და ა.შ. სურსათისა და მედიკამენტების მარაგიც არაა ცოტაო -გვეუბნებიან, მაგრამ ოდესმე ხომ გამოილევა ესეც? მერე, თუ ისევ ადამიანმა არ შექმნა მატერიალური პროდუქტი-საკვები და წამალი, სხვა დანარჩენს რომ შევეშვათ, ონლაინით შეჭამ და იმკურნალებ, თუ როგორ იქნება საქმე?! იქნებ ახლა მაინც მოვეგოთ გონს?! დასხდნენ ერთად მთელი მსოფლიოს ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანი ‘’და მივიდნენ რაღაც შეთანხმებამდე: რომ მილიონების გამო დედამიწა არ ბურღონ უსასრულოდ,არ გამოაცალონ გული. რომ ერთმანეთის ჯიბრზე არ აშენონ თვალუწვდენელი ცათამჯენები, ზღვებსა და ოკეანეებში სასტუმროები. რომ ცა არ გადაფარონ ლაინერებით, ჰაერს არ შეუცვლიან ფერი და გემო... და ასე შემდეგ, რომელი ერთი ჩამოვთვალო?! დათქვან თვეში ერთი დღე, თუნდაც მონაცვლეობით, რომ იმ დღეს გაჩერდეს ფრენები, შეჩერდეს ქარხნები, ატომური სადგურები....რაღაც რომ მოიფიქრონ დედამიწისა და ადამიანის გადასარჩენად, რათა მერე ფლორისა და ფაუნის გასაწმენდად და გასასუფთავებლად, სიმდიდრისა და ძლევამოსილების გადასანაწილებლად ადამიანები არ მოსპონ და გაანადგურონ, გინდ ბუნებრივად და გინდ ხელოვნურად! ადამიანი არის ყველაზე ფასეული და ადამიანი ქმნის ყველაზე ფასეულს, თუნდაც იმ ონლაინრეჟიმს, რასაც ასე ძალიან მოხერხებულად ვიყენებთ დღეს. პ.ს. და ხვალ რომ ინტერნეტიც გაგვეთიშოს?! #goodplaces #art #crypto #food #სიყვარულიასაშველი #opinion
George Toreli
Tbilisi · 4 months ago
✅ჩარლი ჩაპლინი გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. მან დაგვიტოვა ოთხი განცხადება: ✳1.არაფერია ამ სამყაროში მარადიული, თუნდაც ჩვენი პრობლემები. ✳2. მე მიყვარს წვიმის ქვეშ სეირნობა, რადგან არავის შეუძლია დაინახოს ჩემი ცრემლები. ✳3. ყველაზე დაკარგული დღე ცხოვრებაში - ესაა დღე, როცა არ ვიცინით. ✳4.ექვსი საუკეთესო ექიმი მსოფლიოში: მზე, დასვენება, ვარჯიში, დიეტა, თავისი თავის პატივისცემა, მეგობრები. მისდიეთ მათ თქვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე და დატკბით ჯანსაღი ცხოვრებით... თუკი დაინახავთ მთვარეს, დაინახავთ ღმერთის მშვენიერებას... თუკი დაინახავთ მზეს, დაინახავთ ღმერთის ძალას... თუკი დაინახავთ სარკეს, დაინახავთ ღმერთის საუკეთესო ქმნილებას. ასე რომ, ირწმუნეთ ეს. ჩვენ ყველანი ტურისტები ვართ, ღმერთი - ჩვენი ტურაგენტი, რომელმაც უკვე განსაზღვრა ჩვენი მარშუტები, ბრონები და მიმართულებები... მიენდე ამას და დატკბი ცხოვრებით. ცხოვრება ეს უბრალოდ მოგზაურობაა! ამიტომ, იცხოვრეთ დღეს! ხვალ შეიძლება არც კი იყოს. 🙏❤ #goodplaces #politics #news #art #events #opinion #crypto #photo #food #gaming #design #funny #sport #business #religion
Yahoo People
Batumi · 2 months ago
საღამოს ჩამეძინა, სიზმარში ვნახე ვესტუმრე რომელიღაც აფრიკულ ქვეყანას ევროპელ ტურისტებთან ერთად. ეს ტურისტები ერთად იყვნენ მე კი ცალკე, მათ უკან ვიყავი. ისინი, როგორც ტურისტები აფრიკულ ქოხებში შედიოდნენ და გამოდიოდნენ და მეც მივბაძე მათ და ყოველ ქოხში სადაც შევიხედე ბედნიერი ბავშვების სახეს ვხედავდი, მომღიმარეებს თეთრი დაკრეჭილი კბილები უჩანდათ, როგორც ამ წუთას ვანალიზებ, ისინი სააღდგომო სუფრასთან იდგნენ. იმდენად ბედნიერი ატმოსფერო იყო, რომ თითოეული სახლი ტაძრად მეჩვენებოდა, მე შემეშინდა მყუდროება არ დამერღვია მათთვის და ცოტახნით ვყონდებოდი ქოხებში და ტურისტების დაკარგვა შემეშინდა რადგან მე მათი ნაწილი ვიყავი და მივხვდი, რომ ჩამოვჩი მაინც, რა დროსაც მომაგონდა ადამიანი, რომელიც ძაან მიყვარს და გული ძლიერ დამიმძიმდა, რა დროსაც გამოვიღვიძე დანაღვლებულმა. როცა გამიღვიძე, ფანკარამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან ეს სილამაზე დავინახე. მივედი, გადავიღე სურათი, სადაც თუ დააკვირდებით გზა არის გაკვალული ზღვამდე და იქით უკვე სხვა ცხოვრებაა. ვიფიქრე ამ გზას გავატან ყველა ჩემს ოცნებებს, იქით, ცისკენ რადგან ჩემს სურვილებში და ოცნებებში იმალება სიყვარული, რომელიც ტკივილის და დარდის მიზეზიც არის. ვიცი, რომ დამიბრუნდება უკან, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს მაინც... მაინც მოვიქეცი ასე. დღეს აღდგომა არის და ბევრს არ გძინავთ ქრისტე აღდგა მეგობრებო #goodplaces #news #art #photo
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
აქ მოხუცების ადგილი არ არის ( ჩემი შეფასება)
ფილმი იწყება შერიფის სიტყვებით და მთავრდება მისივე ეპილოგით, რაც კიდევ ერთხელ გვიხსნის, რომ ფილმის მთავარი გმირი არის შერიფი (ასაკიანი კაცი, რომლისთვისაც ადგილი ამ ქვეყანაზე უკვე არ არის). სიზმარში ორ სიზმარს ყვება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია რაღა თქმა უნდა მთელს ფილმთან და იდეასთან, რომელიც ფილმში არის ჩადებული. მთელი ფილმი სავსეა სიმბოლიზმით და მეტაფორებით, აქედან გამომდინარე მე მგონი სიზმრის მოყოლით ფილმის დასასრულის გაკეთება კიდევ ერთი გენიალური აზრი იყო. პირველი სიზმარში შერიფი მისთვის მინდობილ ფულს კარგავს, ამას იმით ავხსნი, რომ მან დაკარგა შეგურის საქმეზე კონტროლი და საბოლოო ჯამში "დამარცხდა", მაგრამ არის მეორეც რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფული რომელსაც ეშმაკი იყენებს ხალხის სიხარბის გასაღვივებლად შერიფს არ აინტერესებდა თავიდანვე. დავაკვირდეთ ახლანდელ ცხოვრებას, ფულის მიმართ სიხარბე თუ არ გამოძრავებს ბევრი სამსახურიდან,ბიზნესიდან წასვლა მოგიწევს. ფულის გულისთვის ადამიანები ყოველ დღე ერთმანეთს ხოცავენ და ეს უკვე სახელმწიფოების დონეზე ხდება. ანუ თანამედროვე ცხოვრება მოხუც (ძველებურად მოაზროვნე) ხალხს არ ინდობს და მათი ადგილი ამ ქვეყანაზე არ არის. ამიტომაც არის რომ შერიფი პენსიაზე მიდის და სამსახურს, რომელიც მისი ბაბუისგან და მამისგან მოსდევს თავს ანებებს, საინტერესოა ისიც რომ მისი საქმის გამგრძელებელი მისი შვილიც არ იქნება. მეორე სიზმარი კი საერთოდ ფილმის ფინალია ანუ მთელ ფილმს თავს უყრის. აზრი კი მე მგონი ასეთია, მარტო მსოფლიოს უკვე ვერ შეცვლი, წავიდა ის ძველი დრო როდესაც რომანტიული გმირები თავიანთი გმირობით მაგალითს იძლეოდნენ და ერთგვარი მორალური სტანდარტების ფორმირებას ახდენდნენ. სწორედ ამას ამბობს შერიფი რაც მოსახდენია მაინც მხდება და ჯობია გაერიდო, სამწუხაროდ თანამედროვე ცხოვრება ასეა და კიდევ უფრო ეგოისტური მომავალი გველოდება. ბოლოს კი თითქოს მაინც რაღაც საწაულის იმედი აქვს, რომ მამის შუქი რაღაც უკეთეს სამყაროში (სამოთხეში) ჩაახედებს, მაგრამ აქ უცებ ეღვიძება და ფილმიც მთავრდება. შეიძლება ითქვას პესიმისტური ფინალია, მაგრამ ზღაპრეპის კიდევ თუ არ გვჯერა მაშინ სწორედ რომ რეალურია. აწი შერიფი უბრალოდ დაელოდება სიკვდილს, რომელიც აუცილებლად მაინც წინ დახვდება რაც არ უნდა ჰქნას და ყოველივე ამასთან შეხვედრა ყოველგვარი ღმერთის გამოცხადების (დახმარების) გარეშე მოუწევს. ბროლინის გმირს ფული რომ დაეტოვებინა თავის დროზე და სიხარბისგან შორს დამდგარიყო მაშინ ეშმაკი თამაშგარედ რჩებოდა, მაგრამ ეშმაკმა ამაზე იზრუნა და ჩვენი წინა თაობები უკვე იმ დონეზე ჩაითრია თამაშში, რომ აწი ის აწესებს ვინ, სად და როგორ იქნება. როდესაც გამოდის სახლიდან და მანქანით მიემართება უკანა ხედვის სარკეში ორ ბავშვს დაინახავს, რომლებიც იმითაც ბედნიერნი არიან, რომ ველოსიპედებით ერთობიან და ერთმანეთთან კარგ დროს ატარებენ, რაც ეშმაკს არ ესიამოვნება, ამასობაში თითქოსდა სპონტანური ავარია ხდება და ის მძიმედ შავდება, მაგრამ როგორც კი ბავშვების კორუმპირებას შეძლებს და ამის გემოს გაასინჯინებს ის დგება და მიდის, როცა კამათის ხმას გაიგონებს ნელ-ნელა კოჭლობასაც კი მიატოვებს. მოკლედ მანამდე თუ კეთილი იმარჯვებდა უკვე ბოროტი იმარჯვებს და ეს რეალობაა, ყოველ დღე ყველგან ასე ხდება. ბოროტმა ისწავლე კეთილის სისუტეების გამოყენება და მიხვდა იმას, რომ იყო კეთილი ძალიან ძნელია და უამრავ პასუხისმგებლობას გაკისრებს, აი იყო ბოროტი კი ადვილია, რადგანაც არაფერი არ გაკავებს, არ გადარდებს. კაცობრიობამ აირჩია გზა სიხარბისკენ, ბოროტებისკენ და უზნეობისკენ, ამას ჩვენ მაშინ უფორ ვიგრძნობთ როცა მოხუცები ვიქნებით და საკუთარ ადგილს ვერ მოვნახავთ ამ ქვეყანაზე. #goodplaces #opinion #art #photo
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, ს
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, ს
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
მერილ სტრიპი მსოფლიოში ყველაზე ტიდულოვანი მსახიობი
❤️ კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური მსახიობი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელიც არის. ამიტომაცაა, რომ მისი დაბადების დღე მთელ მსოფლიოში მისმა უამრავმა თაყვანისმცემელმა აღნიშნა. ❤️ 💜 მასზე ყველა გიჟდება - კრიტიკოსები, რეჟისორები, კოლეგები. დაიან კიტონმა მას ''თავისი თაობის გენიოსი'' უწოდა, რობერტ დე ნირომ - ''ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი და დიდებული მსახიობი'', კლინტ ისტვუდმა - ''მსოფლიოს უდიდესი მსახიობი'', ხოლო რეჟისორმა ალან ჯ. პაკულამ ერთხელ თქვა: ''რეჟისორისთვის სამოთხეა ადგილი, სადაც მთელი ცხოვრება შეიძლება მერილ სტრიპის გადაღება!'' 💜 ბავშვობაში მერილ სტრიპი ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა და 12 წლიდან სიმღერის გაკვეთილებზეც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით იურისტის პროფესიის დაუფლება მოინდომა. მსოფლიო ვერ ნახავდა მის ათობით შესანიშნავ როლს, მაგრამ, საბედნიეროდ, მერილმა... გამოცდა ვერ ჩააბარა და გადაწყვიტა, რომ ეს ნიშანი იყო ზემოდან. 💜 მერილ სტრიპი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან მსახიობად მიიჩნევა. მოღვაწეობა თეატრში მას მერე დაიწყო, რაც ნიუ-იორკში ვასარის კერძო კოლეჯი დაამთავრა დრამის სპეციალიზაციით. გარდა ამისა, მაგისტრის ხარისხი აქვს იელის დრამის სკოლის გამომსახველობითი ხელოვნების სპეციალობით. 💜 26 წლისამ გადაწყვიტა კინოში ბედის ცდა, თუმცა პირველი მცდელობა უსიამოვნო იყო. ''კინგ-კონგის'' კასტინგზე აღმოჩნდა. პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა, რომელსაც ეგონა, რომ გოგონას იტალიური არ ესმოდა, თქვა: ''რატომ გამომიგზავნე ეს ღორი? ეს ქალი იმდენად უშნოა''. როგორ გაოგნდა, როცა მსახიობმა აღუშფოთებლად, დახვეწილი იტალიურით უპასუხა: ''ძალიან ვწუხვარ, რომ იმედი გაგიცრუეთ''. წლების შემდეგ მერილმა თქვა: ''ჩემი აზრით, ჩემს ვაჟს ყოველთვის ცოტათი რცხვენოდა მეგობრებთან იმის გამო, რომ მე არასდროს მითამაშია საშინელებათა ჟანრის ფილმებში. მე კი ასეთი ფილმის ყურებასაც კი ვერ მაიძულებთ''. 💜 მერილ სტრიპს არ უთამაშია კინგ-კონგის სექსუალური მსხვერპლი, თუმცა საეჭვოა, დღეს ამას ნანობდეს. მის კარიერაში ''ოსკარის'' სარეკორდო - 18 ნომინაციაა და 28 - ''ოქროს გლობუსის''. ჯერჯერობით 3 ''ოსკარი'' აქვს მიღებული. 💜მერილი ყველა როლს სხვადასხვაგვარი აქცენტით და თითქოს ხმითაც კი ასრულებს. როგორ? ''ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას და არ ვიცი, რა ვუპასუხო. როგორ შემიძლია, ვითამაშო როლი და ჩემი ხმით ვილაპარაკო?'' - ამბობს მსახიობი, რომელიც ეკრანზე საერთოდ აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს. მხოლოდ ენა კი არა, ''გულის მუსიკაში'' როლისთვის ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა - დღეში 6 საათს უკრავდა და მეცადინეობდა. 💜 მერილი ხშირად ერეოდათ მის მეგობარ და კოლეგა გლენ ქლოუზში. ერთხელ მაღაზიის მენეჯერებმა ძვირფასი საჩუქარიც კი გაუკეთეს და უთხრეს, რომ გიჟდებოდნენ მის როლზე ''სახიფათო კავშირში'', რომელშიც ქლოუზი თამაშობს. თვით გლენმაც თქვა ერთხელ, რომ ხშირად ეშლებათ მერილში და დასძინა: ''სამწუხაროა, რომ ''ოსკარის'' ჟიურის არ ვეშლებით''. 💜 უკვე 38 წელია, მერილ სტრიპი ერთ მამაკაცზეა გათხოვილი - მისი ქმარი მოქანდაკე დონ ჰამერია. მომავალი ქმარი ძმამ გააცნო. მომავალ ვარსკვლავს ბინა არ ჰქონდა ნიუ-იორკში და ჰამერმა თავისი სახელოსნო დაუთმო. დღეს წყვილს ოთხი შვილი ჰყავს და ბედნიერი ქორწინება აქვთ. 💜 მერილი ამტკიცებს, რომ არასდროს ცდილობდა იდეალურობას. არც პლასტიკურ ოპერაციებსა და დიეტებს აღიარებს, ახლაც კი, როცა ასაკში შევიდა. და მაინც ყველაზე მომხიბვლელია. ასევე არ უყვარს ძვირფასი ნივთები, მოდა, წვეულებები. არადა, რა კარგად განასახიერა გლამურული ჟურნალის მოდური რედაქტორი, რომელიც ატარებს ''პრადას''. © რეიტინგი #goodplaces #opinion #photo #art #hollywood Tbilisi
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
რობოტით გადაადგილდება - ცოტნე გამსახურდიას პირველი ფოტო სტამბოლიდან
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური, სოციალურ ქსელში, ცოტ
რობოტით გადაადგილდება - ცოტნე გამსახურდიას პირველი ფოტო სტამბოლიდან
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური, სოციალურ ქსელში, ცოტ
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
გვითხარით, რატომ ვერ ჩავერთეთ კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში-კობერიძე კაკულიას
გვითხარით, რატომ ვერ ჩავერთეთ კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკუ
გვითხარით, რატომ ვერ ჩავერთეთ კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში-კობერიძე კაკულიას
გვითხარით, რატომ ვერ ჩავერთეთ კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკუ
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 days ago
რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ შაქარაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში
რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ ფეხბურთელ გიორ
რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ შაქარაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში
რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ ფეხბურთელ გიორ
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 3 months ago
Nikoloz Rachveli
m.facebook.com
Nikoloz Rachveli