შიში და სიმამაცე კორონიანობისჟამს
477 Views
Giorgi Kekelidze
Tbilisi · 6 months ago

არაფერი ისე არ აშინებს ადამიანს, როგორც სავარაუდო სიკვდილის მოახლოებული საფრთხე. მით უფრო თუ ამ საფრთხეზე მეგაფონში ჩაყვირიან. ჩვენი, ეროვნული საქმე არ გეგონოთ და თავზე ნაცარს ნუ წაიყრით, ყველგან ასეა და ყოველთვის. 1938 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უელსის ცნობილი რადიოდადგმის შემდეგ, უცხოპლანეტელების შემოსევის შესახებ, ხალხი ქუჩაში გამოცვივდა და ზოგს თვეობით ვეღარ აჯერებდნენ საწინააღმდეგოს. ახლაც, არაერთ დასავლურ ქალაქში, მომეტებული წვიმის პროგნოზირებისასაც კი, რომელსაც აპლიკაცია გამცნობთ, დიდი შფოთვა იწყება. და რა გასაკვირია, რომ ჯერაც დაუმარცხებელი ვირუსი შიშს იწვევდეს. აქაც და იქაც.

არაფერი არ ამშვენებს ისე ადამიანს, როგორც შიშის დამორჩილება. დამარაცხება არა. დამარცხებით შიში ვერ მარცხდება. შიში და ადამიანი ერთი და იგივეა. ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა" - იმას კი არ გვეუბნება, სიკვდილის არ გვეშინოდეს და ცეცხლში თავი შერგეთო. არა, მეგობრებო, არა! უბრალოდ, შიშით სიკვდილის ვერ აირიდებო. ამიტომ, ეს შიში, შენსავე იარაღად უნა აქციო და სიკვდილი სხვანაირად გადაავადო.

დღეს ამისთვის ხელები უნდა დაიბანო ხშირად, თუ ვთქვათ, ჩემი საყვარელი იტალიიდან ჩამოხვედი და მეორე დღეს დაბადების დღე გვაქვს, ათასკაციანი ღრეობა არ მოაწყო, თუ სიცხე გაქვს და სუნთქვა გიჭირს, შარშანწინაც ასე რომ იყავი და ცალ ფეხზე გეკიდა, ეს არ თქვა და მეზობლის ბავშვებს ფეხბურთი არ ეთამაშო. ეგ ყველაზე დიდი შიშია. სიკვდილის შიშისგან გაქცევის შიში. ვითომ გაქცევის და ისე საკუთარი თავის და სხვების მის ხახასთან მირეკვის შიში.

იყავით მშიშრები, იქ სადაც შიში გარდაუვალი და აუცილებელია. გეშინოდეთ სხვის ნაცვლად და გახსოვდეთ, რომ ასეთი შიში ყველაზე დიდი სიმამაცეა.

თქვენი

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
Giorgi Kekelidze
Tbilisi · 6 months ago
30
Write a comment