ხელებიც დამიბანია...

0
კორონავირუსით შეშფოთებული გონებისთვის კარგია დროდადრო გადართვა და ზოგადმენტალურ თემებზე ჩაფიქრება. პირადი ჰიგიენის დაცვა თუ საზოგადოებაზე ზრუნვაც ხომ მენტალური საკითხია და ბოლო დღეებში განვითრებული მოვლენებიც ამგვარ მენტალურ ხარვეზებს უკავშირდება. რისკ-ქვეყნიდან დაბრუნებული ადამიანი იმის მაგივრად რომ საკუთარ და ირგვლივ მყოფების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნავდეს, დადის აქეთ-იქით სამსახურში, ბარებში, ჯანდაცვის სამინისტროში , ბიზნეს შეხვედრებზე და „აბა ვისაც არ გეშინიათ მაკოცეთ“-შეძახილით ეპიდემიის რისკის წინაშე აყენებს სრულიად საქართველოს; არადა დარწმუნებული ვარ სუფრასთან ქეიფისას მინიმუმ სამჯერ იტყვის სამშობლოს სადღეგრძელოს და გულში მხურვალედ ჩაიკონებს მოყვასს. მოკლედ იმედი დავიტოვოთ რომ გამოქვაბულური ერა, რომელიც დიდი ხანია ცივილურმა სამყარომ ჩაანაცვლა, ჩვენს გონებასაც დაეხსნება და ხელების დაბანასთან ერთად ერთმანეთის მოფრთხილებასაც ვისწავლით.
#response
#ability
0