პატარა საოცრებათა ქვეყანა ლისზე - Tbilisi Open Air

0
გახსოვთ თქვენი პირველი Tbilisi Open Air? მე მახსოვს. ზუსტად მაგ დღეს მივხვდი, რომ მუსიკასთან ახლოს, ხალხმრავლობაში და უამრავ ბედნიერ ადამიანთან ერთად უნდა გამეტარებინა ჩემი ცხოვრების პროფესიული ნაწილი. მოკლედ ეს ფესტივალი შემიყვარდა.
© Irakli Chelidze შემდეგ, ცოტა წამოვიზარდე და წლები ისე გადიოდა, რომ გაზაფხულზე ვიწყებდი ფესტივალზე საუბარს, ზაფხულში ბედნიერი მივდიოდი, ვიცნობდი უამრავ ადამიანს, დროს ფანტასტიურად ვატარებდი და შემდეგ მწყინდა ამ ჯადოსნური დღეების დასასრული. მოდიოდა შემოდგომა, მე კიდე ისევ ფესტივალზე, მოგონებებზე და მოუთმენლობაზე ვსაუბრობდი. უკვე რამდენი ხანია "ოფენ ეარს" ჩემი ყოველი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი უიშვიათესი ადგილი იყო, სადაც სრულიად თავისუფალი იყავი. წყდებოდი ყველა პრობლემას, რატომღაც ყველას უყვარდი, კომპლექსების მიუხედავად, ხალხის გაცნობა უმარტივესი იყო. ბედნიერი იყავი.
© Irakli Chelidze დიდი ტერიტორია, უამრავი ნაცნობი, ხანდახან ფეისბუქის მეგობრების რაოდენობაზე მეტიც. უამრავ უცნობ ადამიანთან დადებითი ემოციების გაზიარება, სმა, გულაობა, ღადაობა, ნაცნობების აღმოჩენა, კარგ მეგობრებად დარჩენა. ეს იყო და არის რასაც ფესტივალი გვთავაზობს, რატომაც შეუყვარდა ხალხს იგი, რატომაც იბადებოდა ჯადოსნური ღამეები და რატომაც ატარებს ამაყად დღევანდელი ადგილსამყოფელი სახელს - Lisi Wonderland.
© Tbilisi Open Air/Altervision მერე მოვხვდი შიდა სამზარეულოში. თურმე დიდი ფესტივალის კეთება იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე ჩემს წარმოდგენაში იყო. როგორც ღონისძიების დროს, ისე მისთვის მზადებისას, ყველა სახის ადამიანს ნახავდით. პატარა "ოფენ ეარი" აკეთებს დიდ "ოფენ ეარს". ერთ ადგილას გეგონება ბრაზილიური სერიალიაო, შემდეგ საფონდო ბირჟაზე აღმოჩნდებოდი და შენს გვერდზე მდგომის საუბარსაც ვერ გაიგებდი, შემდეგ კონსტრუქციაზე ამოყოფდი თავს და არ ჩერდებოდა თავგადასავლები, თან შენზე იყო დამოკიდებული რომელს აირჩევდი. შენდება სოფელი. ყველა თავის საქმეს აკეთებს და ყველაფერი კარგად მიდის. ზღაპარში გგონია თავი და უცებ ქარი ამოვარდა და ყველაფერს წაიღო, ან წვიმა წამოვიდა და დატბორა ტერიტორია, ან ქვეყანაში გადატრიალების საშიშროებაა და მაინც ახერხებდა ფესტივალი არსებობას.
© Tbilisi Open Air/Altervision ამ ადამიანებმა გვაჩუქეს ადგილი, სადაც რამდენიმე დღით თავისუფლებას, თავდავიწყებას და ბედნიერებას მივეცემით. გვაჩუქა მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავების ცოცხალი შესრულების მოსმენის საშუალება. ადგილი სადაც მისვლა ყოველთვის გამიხარდება, ეს არის ჩემთვის Tbilisi Open Air https://music.apple.com/ge/album/cheers-theme-gary-portnoys-original-demo-original-lyrics/598179288?i=598179595&ls https://youtu.be/xYcX534JqG4
0