გუშინ კოტონავირუსზე განმეორებით ჩატარებული ტესტით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების მინისტრს იური ნოზაძეს COVID-19 დაუდგინდა. ამჟამად იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ავრცელებს.
უწყების განცხადებაში წერია, რომ ვირუსი გასულ კვირას მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა, რის შემდეგაც იური ნოზაძე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პარასკევს გაკეთებულმა ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა განმეორებითი კვლევისა სახელმწიფო მოხელეს ვირუსი დაუდასტურდა.
#politics
#კორონავირუსი
#news