იტალიებში მივდივარ!

0
ძალიან კი ვიწონებთ თავს ახალგაზრდები, მილენიალები... მაგრამ მოდით ვაღიაროთ -რთულია მშობლის და მშობლის მშობლის მენტალიტეტიდან ძალიან შორს წახვიდე. მოდით ვაღიაროთ რომ მაინც საბჭოთა სისტემის პირმშოები ვართ , იგივე პროდუქტი- ცოტა უკეთესი შეფუთვით. ზუსტად საბჭოთა ადამიანს ახასიათებს -სხვას გადააბაროს პასუხისმგებლობა; მთავრობას, ეკლესიას, ღმერთს; ყველას საკუთარი თავის გარდა! თუ რამე მოხდა ცუდი: საზიზღარმა მთავრობამ ვერ შეძლო, ან ოპოზიციის გაჩალიჩებულია! ათეისტები მორწმუნეებისკენ იშვერენ ხელს, მორწმუნეები ურწმუნოებისკენ. მოკლედ არავის მოსდის თავში რომ - მე ვარ პასუხისმგებელი! დიახ, ზუსტად პასუხისმგებლობის განცდაა ის კრიტერიუმი რომლითაც გამოირჩევა თანამედროვე ცივილური ლიბერალური სამყარო- ჩამყაყებული პოსტსაბჭოთა აზროვნებისგან. მხოლოდ ჩაჩაჩული ჯინსების ჩაცმა და მილანებში სიარული არ შველის საქმეს; რაღა მოსკოვებში სიარული და რაღა იტალიებში თუკი პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერ ვგრძნობთ!
#გამოქვაბულურიმენტალიტეტი
0