თბილისის ზღვის დაბინძურების შესაჩერებლად ახალი პროექტი იწყება

0
თბილისის ზღვის დაბინძურების შესაჩერებლად, მერია GWP-სთან ერთად მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩუღურეთის რაიონში ივერთუბნის დასახლება იყო, ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის არარსებობის გამო კი ყველაფერი თბილისის ზღვაში ჩაედინებოდა. , , შესაბამის სამსახურებს GWP-ისთან ერთად დავალებული ჰქონდათ მოემზადებინათ პროექტი. პროექტი უკვე მზადაა. ჩვენ შეგვიძლია უკვე უშუალოდ სამუშაოების განხორციელება. საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი, ამაში შედის პროექტის განხორციელება და სისრულეში მოყვანა, " - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ქსელის გარკვეული ნაწილი მოეწყობა, სამუშაოების წარმოება კი მომდევნო წელსაც გაგრძელდება.
#თბილისისმერია
#GWP
#წყალანირება
#თბილსისზღვა
#ივერთუბანი
#ჩუღურეთი
#tbilisidaily
0