თეთრი ხიდისა და ბაგრატის ტაძრის ქალაქში არის ადგილები, რომელთა მონახულება და მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება შეგიძლიათ.
1. მწვანეყვავილას ჰესი
ფოტოსესიისთვის იდეალური ადგილია. მით უმეტეს, გაზაფხულზე - აყვავილებული ატმების ფონზე. აქ მეგობრებთან ერთად გატარებული დღე დაუვიწყარ მოგონებად გექცევათ.
2. ბოტანიკური ბაღი
ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ქუთაისში სტუმრობისას შეიძლება დაუშვა, ეს ბოტანიკურ ბაღის არ მონახულებაა. იშვიათი სახეობის ისტორიულ ხეებს უკლებლივ ყველა თაობის გაკვირვება და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა შეუძლია.
აქ მშვიდი საღამოს გატარება სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეგიძლიათ.
3. წყალწითელა
მართალია, ჯერ მდინარის სეზონი არაა, მაგრამ წყალწითელას მიმდებარე ტერიტორია წყალტუბოსკენ მიმავალი გზისკენ, პიკნიკის მოსაწყებად მშვენიერი ადგილია.
4. მუხრანის ტყე
გიოცნებიათ ხის სახლზე ტყეში, მდინარის პირას? ალბათ, კი. სახლის შენებას ნაკლებად მაგრამ, შთამბეჭდავი ფოტოების გადაღებას მუხრანის ტყეში უდაოდ შეძლებთ. იგივე დროს აქ ბევრ უცნაურ ადგილსა და იდუმალ ძველ შენობებსაც შეხვდებით.
#ქუთაისი
#გართობა
#პიკნიკი
#მწვანეყვავილა
#ჰესი
#ბოტანიკურიბაღი
#წყალწითელა
#მუხრანისტყე
#kutaisidaily