გორის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შესაძლოა პირველ აპრილამდე გადაიდოს.

0
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. შესაბამისად, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტშიც, დიდი ალბათობით, სასწავლო პროცესი პირველ აპრილს აღდგება.
#news
#coronavirus
#gori
#Shidakartliregion
Gori
0