სკოლებში არდადეგები გახანგრძილვდა, სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა

0
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგძლივდება, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი 1 თვით გადავადდა. ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება. სეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 46 პირი. ინფიცირებულთა რიცხვი კი 23 შეადგენს.
#კორონავირუსი
#სასწავლოპროცესი
#სკოლა
#სამხედრო
#tbilisidaily
0