სეს-ი Fast Food-ებს რეკომენდაციებით მიმართავს!

0
სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს.იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში კორონა ვირუსის შემთხვევები დღითიდღე იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანხორციელებს მუდმივ კონტროლს ამ კუთხით, რაც თავისთავად დაწევს კორონა ვირუსის გავრცელების რისკს.რეკომენდაცია დღეს 11 მარტს გავრცელდა გაჩვენებთ თუ რას წერენ რეკოემნდაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, , გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 %-ს); სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან განათავსეთ ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია; ხელსაბანთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია; გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით; ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ; ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით; ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები სადეზინფექციო ხსნარებით; შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია''. კორონა ვირუსის პირველად საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა დღემდე ოფიციალური მონაცმებით საქართველოში 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.
0