თბილისი მერია იმ საწარმოებსა და ობიექტებს აჯარიმებს, რომლებიც პოლიეთინელის პარკებს იყენებს

0
პოლიეთინელის პარკების მოხმარება უკვე აკრძალულია და მისი მოხმარება კანონმდებლობით დადგენილ წესებს ეწინააღმდეგება. დედაქალაქის მერია იმ საწარმოებისა და ობიექტების დაჯარიმება დაიწყო, რომლებიც ჯერ კიდევ პოლიეთინელის პარკებს იყენებს. გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, თბილისის მუნიციპალურმა იქნსპექციამ 350 ობიექტი შეამოწმა და სამართლადარღვევის 48 ოქმი გამოწერა. დაჯარიმდნენ ის მეწარმეები, რომლებმაც კაონით გათვალისწინებულ ვადაში არ მოახდინეს შესაბამისი რეაგიება და მათი საქმიანობა კანონით გათვალისწინებულ წესებსა და პროცედურებს ეწინააღმდეგებოდა. შემოწმების შედეგად ამოღებული იქნა 9 ათასი პოლიეთინელის პარკი. დედაქალაქის მერმა მეწარმეებს მიმართა და განაცხადა, რომ სანამ მათაც შეამოწმებენ და დააჯარიმებენ, მანამდე დროულად მოახდინონ ამ პროდუქციის ამოღება. მისივე თქმით ადგილობრივ ბაზარზე კანონთან შესაბამისობაში არსებული ალტერნატიული პარკების წარმოება უკვე ხდება. ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არსებული პოლიეთილენის პარკები ჩაანაცვლონ.
#თბილისისმერია
#პოლიეთინელი
#დაჯარიმებულისაწარმოები
#tbilisidaily
0