რა არის შრატი და რატომაა უმჯობესი მისი გამოყენება ზაფხულის ცხელ დღეებში?

0

რა არის შრატი?✨

შრატი კანის მოვლის საშუალებაა, რომელიც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, როგორიცაა ანტიოქსიდანტები, მჟავები და ვიტამინები. შრატი ხელს უწყობს კანში კოლაგენის გამომუშავებას და ტენიანობის შენარჩუნებას. მის შემადგენლობაში შემავალი მცირე ზომის მოლეკულების გამო გააჩნია შედარებით მსუბუქი ტექსტურა ვიდრე კრემს და ხელს უწყობს კანის ფენაში მკვებავი ნივთიერებების ღრმად შეწოვას.

რა უპირატესობა აქვს მის გამოყენებას?✨

შრატი შეიქმნა იმისთვის, რომ გადაჭრას კანის ღრმა ფენებში არსებული პრობლემები, მაგალითად, ეწინააღმდეგება პიგმენტურ ლაქებს, კანის ფერის ასაკობრივ ცვლილებებს და ღრმა ნაოჭებს. შრატი – ანტიასაკობრივი მოვლის განუყოფელი ნაწილია და მისი ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.

როგორ გამოვიყენოთ?✨

წაისვი შრატი გაწმენდილ სახის და კისრის ზონაზე ნაზი მასაჟის მოძრაობით. საკმარისია მცირე რაოდენობით შრატი, რამდენადაც მისი შემადგენლობა საკმაოდ მდიდარია და კარგად ნაწილდება კანზე. შრატი კარგად შეიწოვება და ხუთი წუთის შემდეგ შეგიძლია წაისვა დღის ან ღამის კრემი #სილამაზე #სახისმოვლა #კანისმოვლა #რჩევა #დღისრჩევა #skincare #selfcare
#ჯანსაღიცხოვრება
0