13 votes
comments
1 shares
Save
კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის გადადება მოითხოვა
941 reads
Headline
Tbilisi · 5 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

კორონავირუსის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის გადადება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაკითხონ.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.

11 აგვისტოს რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

10 მარტს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ საერთო სასამართლოების ვიზიტორებს მოუწოდა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ სასამართლოში მისვლისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ მათ ყოველდღიურად საშუალოდ სამი ათასამდე მოქალაქე სტუმრობს. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ვიზიტორთა სიმრავლის გათვალისწინებით, რისკები კორონავირუსის გავრცელებასთან მიმართებით პოტენციურად მზარდია. ამიტომ ისინი თხოვნით მიმართავენ საზოგადოებას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად შეამცირონ ვიზიტები.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

#news #politics #coromavirus
Headline
Tbilisi · 5 months ago
13
Write a comment
1