კლიმატის ცვლილების გავლენა ფიზიკური ჯანმრთელობაზე

0
ტემპერატურის ცვლილება ჩვენი ცხოვრების ბევრ ასპექტს ეხება, მათ შორისაა ჯანმრთელობაც. გლობალური დათბობის გავლენის მიმოხილვას ვაგრძელებთ კლიმატის ცვლილებასა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირზე დაკვირვებით. UNDP აჭარის რეგიონის კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აჭარაში კლიმატის ცვლილების გამო წყლისა და საკვების ხარისხის გაუარესებას პროგნოზირებს. ეს, თავისმხრივ, პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე და გამოიწვევს რიგ დაავადებათა გახშირებას. ეს შეიძლება იყოს კუჭის აშლილობა, კარდიო-ვასკულარული და რესპირატორული დაავადებები. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, გლობალურ დათბობას აჭარაში მივყავართ კუჭ-ნაწლავთან, გულთან, სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებულ დაავადებებთან. კლიმატის ცვლილება უარყოფითად აისახება ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე, საკვებზე - ყველა იმ კომპონენტზე, რასაც ადამიანის ორგანიზმზე დიდი გავლენა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დაავადებები შორეულ მომავალში კი არ გახშირდება, არამედ უკვე დიდი ხანია რაც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. ზოგ რეგიონს კი გლობალური დათბობის ეფექტი უფრო მეტად ეტყობა. მაგალითად, ჯერ კიდევ 2009 წელს აჭარაში პარაზიტული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში საშუალო მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატებოდა. პარაზიტული ბუნების დაავადებათა რიცხვიც, გაეროს კვლევის თანახმად ტემპერატურის მკვეთრ მატებასთანაა დაკავშირებული. #ბათუმი
#აჭარა
#კლიმატი #კლიმატისცვლილება #გლობალური #დათბობა #batumidaily
0