რა შედეგი გამოიღო გენგემის მიღებამ?

0
თბილისის მერმა დედაქალაქის გენერალური გეგმის დოკუმენტის მიღებიდან 1 წელიწადში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქალაქის ქაოტური განაშენიანება კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კახი კალაძის განცხადებით, მერია ცდილობს არსებული რეალობა სწორი ქმედებებისა და პროექტების განხორციელებით შეცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ გენგეგმის საფუძველზე შეჩერდა ქალაქის ქაოტური განაშენიანება, არსებობს კონკრეტული უბნები, ქუჩები, რომლებიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც კალაძემ აღნიშნა პროექტის განხორცილებაში დაქირავებული ფრანგული კომპანია დაეხმარებათ, თუმცა კონკრეტულ არეალებს თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური თავად აგეგმარებს, რადგან არ მიიღონ ის შედეგი, რაც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ეს ერთ-ერთი ცუდი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარდეს ქალაქი. ქაოტორი განაშენიანების თავიდან ასაცილების მიზნით გმოიყო რამდენიმე ტერიტორია მაგალითად, ლისის ტბა, კოჯორ-შინდისი, სადაც მოხდება ურნბანული დაგეგმარება და განაშენიანება. გენგეგმის ფარგლებში თბილისის მერიამ დედაქალაქის ტრანსპორტის განვითარების გეგმისა და მოდელის შემუშავებაც დაიწყო. იგეგმება სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაცია და სატრანსპორტო დერეფნების მოწყობა.
#თბილისისმერია
#გენგეგმა
#განაშენიანება
#მშენებლობა
#ტრანსპორტი
#კახიკალაძე
#tbilisidaily
0