11 votes
0 comments
1 shares
Save
EMC: ტყიბულის შახტში მხუთავი აირის გამო სამი მეშახტე მოიწამლა
165 views
Headline
Tbilisi · 4 months ago

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, ტყიბულის შახტაში დაგროვილი მხუთავი აირებისგან მოწამვლის გამო სამი მეშახტე ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა 10 მარტს ძიძიგურისა და მინდელის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში მოხდა.

EMC და ღია საზოგადოების ფონდი მოითხოვენ მთავრობისგან, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფამდე დაიხუროს ტყიბულის შახტი და სამუშაოების განახლებამდე მეშახტეებს ხელფასი სრულად აუნაზღაურდეთ.

24 თებერვლის ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებული მეშახტეები პროტესტის ნიშნად უარს ამბობდნენ სამუშაოს გაგრძელებაზე. პროტესტი კომპანიის სწორედ იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ძიძიგურის შახტი დროებით დაიხურა, რის გამოც იქ დასაქმებულებს სამუშაო ადგილამდე მისვლა უფრო საფრთხის შემცველი გზით, კეძოდ კი მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით მოუწევდათ.

"მათი თქმით, საწარმოო პროცესის შედეგად დაგროვებული ნარჩენების ნაწილი — მათ შორის ჯანმრთელობისთვის საშიში ჰაერის დამაბინძურებლები — თავს სავენტილაციო გვირაბში იყრის, რაც მისი გადაადგილებისთვის გამოყენებას საზიანოს ხდის. მას შემდეგ, რაც მეშახტეებმა კომპანიისგან სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომ ნაკლები საფრთხის შემცველი ძიძიგურის შახტი მალევე აღდგებოდა, ხოლო მომეტებული საფრთხის შემცველი ალტერნატივით სარგებლობა დროებითი იყო, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, შეცვლილ პირობებს დათანხმდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ტყიბულში საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკვეთით, გერმანული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა.

"დასკვნის ავტორების აზრით, 2018 წლის ფატალური ინციდენტების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ამავდროულად, დასკვნაში გამოვლენილი პრობლემები უშუალოდ 2018 წელს მომხდარი ფატალური შემთხვევების მიზეზებს სცდება და ღრმა და ფუნდამენტური ინფრასტრუქტურული და მართვითი ჩავარდნების შესახებ საუბრობს. შახტში ვიზიტის დროს ექსპერტთა ჯგუფმა დააფიქსირა უსაფრთხოების ნორმების მძიმე დარღვევები, მათ შორის კონკრეტულად მიწისქვეშა სატრანსპორტო და დამაკავშირებელი რგოლების გაუმართაობები, როგორებიცაა შახტში ჩასასვლელი გზების დაზიანებული ჭერი და კედლები, მრავალ ადგილას დაზიანებული ვაგონის ლიანდაგები. აუდიტის დასკვნის თანახმად, ნახშირმოპოვებითი სამუშაოების აღდგენა დაუშვებელია ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის გარეშე", — აცხადებენ EMC-ში.

ამ პირობებში EMC-ისთვის გაუგებარია არამხოლოდ ძიძიგურის შახტის დახურვის და მეშახტეების სამუშაო ადგილამდე სავენტილაციო გვირაბით დაკავშირება, არამედ აუდიტორული დასკვნის მიგნებების უგულვებელყოფაც:

"სახელმწიფოს პოზიცია მის მიერ დაკვეთილი აუდიტის რეკომენდაციების, ისევე როგორც რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე ტყიბულში ნახშირმოპოვებითი სამუშაოების განახლების შესახებ, დღემდე უცნობია".

ამის ფონზე EMC და ღია საზოგადოების ფონდი ტყიბულის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტა მანამ, სანამ აუდიტის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იქნება.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.

#news
Headline
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
სახალხო დამცველი - რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარა ომბუდსმენის შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს. გავრცელებულ დოკუმენტში 10 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვაზეა პასუხი გაცემული. გთავაზობთ დოკუმენტს უცვლელად. 1. რას ვიგებთ რაციების ჩანაწერებით რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე? - შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. აღნიშნულის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო. მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა. 02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გამოსაყენებლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელმძღვანელისგან უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა. აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა. 2. რას ამბობენ მსროლელები რეზინის ტყვიების გამოყენებაზე? - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) მსროლელები მიუთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ყველანაირი სიტუაციისთვის მზადყოფნის ზოგადი ნებართვა. განმარტეს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს ინდივიდუალურად, კონკრეტული საფრთხის შეფასების შედეგად. ასევე, მსროლელებმა მიუთითეს, რომ ტყვიების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენების შეწყვეტის ბრძანება არ გაუციათ. აქციის დაშლისას, რამდენიმე საათის - დაახლოებით 00:00 საათიდან 04:30 საათამდე - განმავლობაში, გდდ-სა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოიყენა 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი. შსს მინისტრის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასროლილ იქნა დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია. 2 3. რა როლი ჰქონდა შსს-ს იმჟამინდელ მინისტრსა და მის მოადგილეებს და იცოდნენ თუ არა მათ რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე? - გიორგი გახარია, კახაბერ საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე იმყოფებოდნენ პარლამენტთან 20 ივნისის 22 საათიდან. მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა მათი ბრძანებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ. მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებისთანავე, მალევე მათთვის ცნობილი გახდა, თუმცა არ აკონკრეტებენ ზუსტ დროს. მინისტრისა და მისი მოადგილეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების საშუალება (პირადი ვერბალური კომუნიკაცია, რაცია, მობილური ტელეფონი, ტელეკომუნიკაცია და სხვა) გამოძიებას დადგენილი არ აქვს. 4. იყო თუ არა აქციის დაშლისას გამოყენებული პროპორციული და თანაზომიერი საშუალებები? - გამოყენებული ძალა არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად, შემდეგი გარემოებების/ფაქტორების გამო: (1) მეთოფეების მხრიდან ბრძანების არარსებობის პირობებში არალეტალური ჭურვების გამოყენება; (2) ჭურვების და მეთოფეების დიდი რაოდენობა (3) ოპერაციის მიმდინარეობის ფართობი და რამდენიმე საათიანი პერიოდის მანძილზე რეზინის ტყვიების გამოყენება; (4) დაშავებული მომიტინგეების რაოდენობა; (5) ინდივიდუალური პოლიციელების მიმართ გამოცალკევებით მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების მიერ თავდასხმის შემთხვევების არ არსებობა (რაც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას გაამართლებდა). 5. განხორციელდა თუ არა შეკრების მონაწილეთა გაფრთხილება ძალის მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე? – შეკრების შეწყვეტის ღონისძიებების დაწყებამდე ადგილზე არ შესრულებულა კანონით გათვალისწინებული წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე და შესაბამისად, სამართალდამცავებს მონაწილეებისთვის არც გონივრული დრო მიუციათ კანონიერი მოთხოვნის შესრულებისა და შეკრების ადგილის დატოვებისთვის. 1 აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო აღნიშნული ვალდებულებისგან სამართალდამცავების გათავისუფლების წინაპირობა, 2 1 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 31, ნაწილი 3. 2 წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებისგან პოლიციელი თავისუფლდება, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. 3 რამდენადაც ადგილზე არსებობდა გაფრთხილების პრაქტიკული შესაძლებლობა როგორც პარლამენტში თვითნებური შეღწევის შესახებ განცხადების გაკეთებიდან სიტუაციის თავდაპირველ გამწვავებამდე, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც. 3 რაც შეეხება შეკრების შეწყვეტამდე მონაწილეთა გაფრთხილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით, აგრეთვე მედია საშუალებებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის მიერ გაჟღერებულ მოწოდებებს, 4 მსგავსი ღონისძიებები არ უზრუნველყოფს შეკრების მონაწილეთა სრულფასოვან ინფორმირებას და არ აკმაყოფილებს ძალის გამოყენებამდე მათი სათანადო გაფრთხილების სტანდარტს. კერძოდ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მითითებით, ძალის გამოყენებამდე, მონაწილეთა გაფრთხილება შესაბამისი ხმის გამაძლიერებელი აპარატურის მეშვეობით, შეკრებაზე რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს, უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და არ იფარებოდეს სხვა ბგერებით. საჭიროების შემთხვევაში, გაფრთხილება რამდენიმე ადგილიდან უნდა გაკეთდეს, რათა იგი ყველა მონაწილემ გაიგოს. 5 6. რამდენი ადამიანი დაშავდა? - საქმეზე დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებას გაეგზავნა 273 პირის დაზიანებების ამსახველი სამედიცნო დოკუმენტები, რომელთა მცირე ნაწილზე მიღებული დასკვნების თანახმად, ფიქსირდება დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, თავსა და სახეზე, ასევე, ცხვირის, შუბლის, ქალას და სახის ძვლების მოტეხილობები, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ხოლო 2 პირს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება დაუდგინდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს აქციის დაშლის შემდგომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 116 პირი. მათგან 35 მიუთითებდა ძალადობაზე პოლიციის მხრიდან, 12 პირს დაზიანებებიც აღენიშნებოდა. 3 შეკრების მიმდინარეობისას, პარლამენტში შესაძლო შეჭრის შესახებ განცხადება 21:08 საათზე გაჟღერდა, ხოლო ადგილზე სიტუაცია პირველად 21:50 საათიდან გამწვავდა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის ეზოში შესვლა სცადა, თუმცა ძალის გამოყენება მოხდა აღნიშნული ინციდენტიდან 2 საათის გასვლის შემდეგ. ამასთან, სიტუაციის პირველი ესკალაციიდან ძალის გამოყენებამდე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, შეკრების მონაწილეებს შეწყვეტილი ჰქონდათ ძალადობრივი ქმედებები. 4 იხ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი (22:39 საათიდან და 22:59 საათიდან) ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 5 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებს ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, გვ. 133-134, ხელმისაწვდომია: 4 7. რამდენი ჟურნალისტი დაშავდა? - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. 6 რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა მას შემდეგაც კი, როდესაც სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ. 7 მიუხედავად ამისა, მედიის არც ერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი. 8. რატომ ითხოვს სახალხო დამცველი გდდ-ს იმჟამინდელი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას? - გდდ-ს დირექტორის მიმართ ხელმძღვანელმა პირებმა - მინისტრმა და მოადგილეებმა - ორჯერ გასცეს ბრძანება არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები. დამატებით ერთხელ კი თავად გდდ-ს დირექტორმა ითხოვა ნებართვა რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე, რაზეც კვლავ უარი მიიღო. რეზინის ტყვიების გამოყენებაზე სამჯერ (23:36, 00:36 და 02:34 საათები) უარყოფითი ბრძანების მიღების მიუხედავად, ბრძანება არ შესრულდა და რეზინის ტყვიები გამოიყენებოდა აქტიურად. უფრო მეტიც, დაწყებული სროლების მიუხედავად, გდდ-ს დირექტორმა 21 ივნისის 00:16 წუთზე ხელმძღვანელობას მოახსენა მცდარი ინფორმაცია, რომ თოფებს არ იყენებენ. 9. რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული? - პროკურატურამ მოიპოვა8 ვიდეო-ჩანაწერები, მათი ნაწილი უკვე შეისწავლა/დაათვალიერა. 9 გამოძიებამ შსს-დან ამოიღო გარკვეული მასალები და დოკუმენტაცია. 10 გამოძიების პროცესში გამოიკითხა 625 პირი. 11 დაინიშნა ექსპერტიზები. 12 ცალკე გამოყოფილ საქმეებში დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ. 13 დაზარალებულად ცნეს 8 მოქალაქე. 14 6 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 7 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 8 პასუხები წარმოდგენილია 2020 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის წარდგენილი საქმის მასალების გაცნობის შედეგებზე. 2020 წლის 10, 17 და 18 ივნისს კვლავ გაეცნენ აპარატის თანამშრომლები საქმის გარკვეულ ნაწილს. 9 იხ. < > გვ. 10. რა არ არის ამ დრომდე გარკვეული/ჩატარებული? – არ არის გარკვეული რა ღონისძიებები იქნა გატარებული უშუალოდ აქციის დაშლის პერიოდში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტების აღკვეთის მიზნით შსს იმჟამინდელი მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე, ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი და ხელმძღვანელი პირების მიერ; არ არის მოპოვებული საპროტესტო აქციის მართვაში მონაწილე ყველა რგოლის სამართალდამცავი პირის რაციის ჩანაწერი; არ ამოუღიათ მობილური ტელეფონები და არ დანიშნულა ექსპერტიზები სატელეფონო შეტყობინებების, სოციალური ქსელების საშუალებით განხორციელებული მიმოწერის მოპოვების მიზნით.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
EMC მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ ჩაატაროს სპარის ინსპექტირება
ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ სუპერმარკეტ სპარის გადაწყვეტილება, მთელი ღამით სამუშაო ადგილზე დატოვოს დასაქმებულები, ღირსეული შრომის უფლებას საფრთხეს უქმნის. EMC-ს ინფრომაციით, დასაქმებულები ღამეს შეუსაბამო პირობებში ათევენ, ისინი კვირაში მინიმუმ 60 საათს მუშაობენ და არათუ ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება არ ხდება, არამედ ქსელის მასშტაბით ხელფასების მასიური დაქვითვის პროცესი მიმდინარეობს. "მძიმე პრობლემად რჩება დაბალი ანაზღაურება (ჩვენი ინფორმაციით, ქსელში დასაქმებულთა ანაზღაურება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს), ისევე როგორც დაცვის სამსახურის არარსებობა. (შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სამუშაოს შესრულებისას მომხმარებლის მიერ მიყენებულმა დაზიანებამ „სპარის” კონსულტანტის სიცოცოხლე შეიწირა) „სპარის” განცხადება იმის შესახებ, რომ კონსულტანტების სამუშაო რეჟიმი „ნებაყოფლობითია,” მათ რეალურ სოციო-ეკონომიკურ და შრომით მდგომარეობას ნიღბავს. სერვისის სექტორში დასაქმებულებს არ აქვთ პროფკავშირი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავდა, უმუშევრობის დაზღვევისა და შემწეობის სისტემების არარსებობა კი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მათ შემოსავლის გარეშე ტოვებს. ეს ფაქტორები „სპარსა” და სხვა საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებულ კონსულტანტებს არჩევანის გარეშე ტოვებს მითუმეტეს იმ პირობებში, როცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დასაქმების ალტერნატიული წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს, აიძულებს დამსაქმებლის პირობებს დაემორჩილონ. სპარის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტების უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებსა და ანაზღაურებას შრომითი უფლებების დაცვის არსებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი რეფორმირების აუცილებლობას. როგორც კონსულტანთა შრომასთან დაკავშირებული რისკები, ისე მისი დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა ისინი იმ მოქალაქეთა შორის აღმოჩნდნენ, ვისი შრომაც საგანგებო მდგომარეობის ვითარებაშიც კი გრძელდება." - აღნიშნულია განცხადებაში. EMC სპარის დაუყოვნებლივ ინსპექტირებას მოითხოვს და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს: ჩაატაროს სისტემატიური მონიტორინგი სასურსათო მაღაზია „სპარის“ მიერ შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის გადამოწმებისა და მაღაზიაში შემქნილი შრომითი პირობების აღწერის მიზნით. აღწეროს და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები იმაზე, თუ რამდენად დაცულია სასურსათო მაღაზია „სპარში“ თითოეული დასაქმებულის უფლება: უარი განაცხადოს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილებაზე, კერძოდ მაღაზიაში ღამე დარჩენის მოთხოვნაზე[1]. მოითხოვოს სამუშაო გრაფიკის მისადაგება საგანგებო მდგომარეობის ვადით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან. მოითხოვოს ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა, მინიმუმ 12 საათის ოდენობით.[2] უარი თქვას დამსაქმებლის შესაძლო მოთხოვნაზე, დღის ცვლის შემდეგ, დარჩეს მაღაზიის ტერიტორიაზე ღამის გასათევად. სასურსათო მაღაზიაში ღამის გათევა, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა მაღაზია, ჩაეთვალოს სამუშაო საათებად და ანაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, სრულად. შემოწმდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სუპერმარკეტის ქსელის ყველა ობიექტზე, მათ შორის ობიექტებში არსებული საწყობები და დასასვენებელი ადგილები. საზოგადოების მაღალი ინსტერესის გათვალისწინებით, მონიტორინგის შედეგები იყოს მაქსიმალურად საჯარო.
Vako Nt
Tbilisi · 4 days ago
ნაწყვეტი წიგნიდან - ტვინის ტYვნა
დაბრკოლებები ამ წიგნის დაწყება მინდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსაითით, რომელიც ყველამ უნდა დაიზეპიროს. დაბრკოლებები, ეს არის ნებისმიერი ადამიანის შემოწმება, მის მიერ წამოწყებული საქმის გასამტკიცებლად. ანუ, პიროვნებას, რომელიც ვერ გადალახავს დაბრკოლებებს, რომელიც მისცემს ამავე ,,კედლებს’’ (ასე ვეძახი მე დაბრკოლებებს) უფლებას, რომ შეჩერდეს არ არის მზად ამა თუ იმ საქმისთვის საბრძოლველად, ან თუნდაც ამავე საქმეზე თავისი დროის დასახარჯად. ეს ინსაითი მნიშვნელოვანია და გირჩევთ კიდევ ათასჯერ გადაიკითხოთ, იმიტომ, რომ მისი გააზრება, იქნება პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისათვის, რომ შენ ჩემო კარგო, არასდროს დანებდე. მოდი ერთ მცდარ მაგალითს მოგიყვან. რა დაბრკოლებები შემხვდება მე ამ წიგნის დაწერისას და გამოცემისას? მმმ, წერის დროს შეიძლება ლეპტოპმა მიღალატოს და სამუდამოდ გაფუჭდეს... ბოლოს და ბოლოს უკვე 6 წელია, რაც უღალატოდ მუშაობს, დამიბერდა ეს საწყალი მაგრამ, ხომ შესაძლებელია, არა უეცრად გაფუჭდეს? უცებ ადგეს და გაითიშოს. კი, შესაძლებელია, და ზუსტად ეგ იქნება ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც შეამოწმებს ჩემს გადაწყვეტილებას იმისა, ვარ თუ არა მე მზად ამ წიგნის დასაწერად.. კიდევ რა შეიძლება მოხდეს? სავარაუდოდ თვითონ ხალხიც შემიქმნის დაბრკოლებებს, ელემენტარულად ამ წიგნის სახელის გამო (ისინი უბრალოდ უარყოფენ წიგნში განთავსებულ ფასეულობას, მისი სითამამის გამო). მესმის, მომავალში, როცა ტვინის ტყვნას რომელიმე სხვა ქვეყანაში გამოვცემთ, იქ, შესაძლოა ამ სახელმა არანაირი უარყოფა არ გამოიწვიოს, მაგრამ აი, იმ ენაზე, რომელზეც ახლა ეს წიგნი იწერება, იმ ქვეყანაში, რომელშიც ის პირველ რიგში გამოიცემა, ესეთი სახელი, ნამეტანი აგრესიულია... აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება არც ის, რომ ხალხმა დამიწყოს ,,დაკერვა’’ სახელის შესაცვლელად და ამისთვის ღმერთმა იცის, რას არ მოიფიქრებენ. კიდევ, შეიძლება გამოცემის შემდეგ, რეკლამაშიც შემექმნას, რაიმე კედლები. მაგალითად, ასეთი სახელის გამო, სარეკლამო კომპანიებმა შესაძლოა ვერ გარისკონ წიგნის გაპიარება... კი, შესაძლებელია ეგეც. მოკლედ, კიდევ მილიონი რაღაც შეიძლება მოხდეს, და იცი ამ მაგალითის მოყვანამდე რატომ ვთქვი მცდარ მაგალითს მოგიყვან თქო? იმიტომ, რომ ყველაზე დიდი შეცდომაა, დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა დაბრკოლებები შეიძლება შეგხვდეს მომავალში, ამა თუ იმ საქმის წამოწყებამდე, ან წამოწყების შემდეგ. ესეთი ფიქრი, აჩენს შიშს, ეჭვებს, თვით დაუჯერებლობას და სხვა მრავალ სიბინძურეს, რომელიც არასდროს დაგეხმარება რაიმეს მიღწევაში. შენ უნდა გაითვალისწინო, რომ აჯობებს დაიწყო, ის საქმე, რომლის დაწყებაც გინდა იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორი კედელი შეიძლება შეგხვდეს მომავალში და მერე იმოქმედო ამავე კედლების დასანგრევად ან გვერდის ასავლელად, შესაბამისად იმ სიტუაციისა, რომელშიც მოხვდები. შენ ხომ რაიმე გიგანტური კომპანიის რისკ მენეჯერი არა ხარ, არა? ყოველთვის იმაზე იდარდო, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში და როგორ შეიძლება გაგიფუჭდეს საქმე? შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელსაც რაღაცის მიღწევა უნდა და ზუსტად ამიტომ კითხულობს ჩემს წიგნს. გაითვალისწინე ისიც, რომ უმეტესობა კედლები, რომლებიც შენს წარმოსახვებში წარმოიდგინე, არასდროს აშენდება. ისინი უბრალოდ არ ასრულდება და შესაბამისად არც იმსახურებს ასეთ ყურადღებას. მესმის, ბევრი ფრთხილი ადამიანი შეეწინააღმდეგება ჩემს ნათქვამს და მკითხავს: კი მაგრამ, რისკები წინასწარ არ უნდა დაითვალო? კი! დაითვალე თუ გინდა, მაგრამ ხალხის უმრავლესობა ვისთვისაც ეს წიგნი იწერება, რისკებს კი არ ითვლის, იმას კი არ ფიქრობს როგორ დარჩეს მოგებული ნებისმიერ კედელთან დატაკების სიტუაციიდან. ისინი იმაზე ფიქრობენ, თუ რა შეიძლება, რომ დაემართოთ, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი და არა როგორ უნდა მოაგვარონ ეს ხელის შემშლელი კედლები. გასაგებია? ისინი ამ კედლებზე ფიქრით, იგონებენ არარსებულ დაბრკოლებებს და წლების მანძილზე ერთი და იგივე იდეას თავში ტრიალით უმოქმედოდ ატარებენ. შემდეგ რა ხდება? ეს ხალხი არაფერზე მიღწეული ბერდება და კვდება. მოკლედ! არასდროს არ იფიქრო იმაზე, თუ რა დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეს მომავალში, თუ რა თქმა უნდა არ შეგიძლია რეალური დაბრკოლებების წარმოდგენა და მათი გადათელვის გეგმის შედგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ვერასდროს წამოიწყებ, ან ვერასდროს დაასრულებ იმ საქმეს, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს. ახლა გადავიდეთ შემდეგზე: როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? ზღაპარი: იყო და არა იყო რა, ერთ გენიალურ, მაღალ, შავთმიან და კურნოსა ცხვირიან ბიჭზე კარგი ვინ იქნებოდა? ეს ბიჭი, მთელი მისი ცხოვრება ეტაკებოდა დაბრკოლებებს, ერთგვარ კედლებს, რომლებიც ყოველთვის ახალ გამოცდას უქმნიდა მას და ამოწმებდა: მზად არის, რო ეს ბიჭი ამა, თუ იმ საქმისათვის? ის არასდროს ნებდებოდა, მას ვერც ერთი კედელი ვერ აჩერებდა. ზოგჯერ კბილებითაც ანგრევდა ამ მათ და ისე ამტკიცებდა თავის სიძლიერესა და გადაწყვეტილებას. და ზუსტად ამიტომ, ბიჭმა ისწავლა ნებისმიერი დაბრკოლების ამოცნობა და მის დასამარცხებლად მოქცევაც. მორჩა ზღაპარი! იცი, როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? როგორ და როცა რაიმე ახალ საქმეს ვიწყებთ, ის ყოველთვის გვაძლევს საჭირო მიზეზებს ამავე საქმის ფეხებზე დასაკიდებლად. მიზეზები კი, შინაგანი უარყოფებიდან იწყება და რა თქმა უნდა გარე სიტუაციებით მთავრდება. თუ მაგალითად, 40 წლის ვართ და ცხოვრებაში მაქსიმუმ 40 მეტრი გვირბენია, სირბილის დაწყებამდე, დაბრკოლება პირველ რიგში ჩვენივე ნებისყოფა, უფორმობა და იდიოტიზმი იქნება, ხოლო შემდეგ კი მუდმივი წვიმები და ცუდი ამინდები, რომლებიც შენ წარმოიდგინე ხელს გვიშლის სირბილის დაწყებაში. ჰო, არა? ჩვენ ჰომ ისეთი ნაზები ვართ, რომ ღრუბლები გვიშლის ხელს სირბილში... ეგ მიზეზი ჩვენ წინაპრებს უთხარით, თავსხმა წვიმაში, სისხლში გასვრილები, რომ იცავდნენ თავის მიწებს დამპყრობელი არმიისგან. კარგი, ცინიზმი დავივიწყოთ და წიგნს დავუბრუნდეთ... ესეიგი, თუ რაიმე საქმის წამოწყება გინდა, მზად იყავი იმისთვის, რომ აუცილებლად შეგხვდება და შეგექმნება ობიექტური (მნიშვნელოვანი სიტყვაა: ,,ობიექტური’’) მიზეზები ამავე საქმის მისაგდებად. უფროსწორედ შენ მოგეჩვენება ეს მიზეზები ობიექტურად, ელემენტარულად იმიტომ, რომ შენივე ტვინი გატყუებს ამ დროს და ცდილობს დარჩეს თავის კომფორტის ზონაში, ახალი საქმის გაწირვის ფასად. შენს ტვინს არ აინტერესებს, რა შეიძლება მოგიტანოს დროებითმა უკომფორტობამ და დროებითმა ასე ვთქვათ გასაჭირმა მომავალში. მას მხოლოდ ის აინტერესებს, რომ გადარჩეს და გამრავლდეს. შესაბამისად მისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რისი მიღწევა გინდა შენ. და ზუსტად ამიტომ, ის მოგცემს არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ნებისმიერი წამოწყებული საქმე შუა გზაში, ან 25%-ში მიატოვო. (მზად იყავი შემდეგი დაბრკოლებისთვის: თუ შენთვის პიროვნული განვითარება, რაღაც ახალია, შენი ტვინი აუცილებლად მოგაწვდის, არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ეს წიგნი ბოლომდე არ წაიკითხო და მასში განთავსებული რჩევები პრაქტიკაში არ გამოიყენო). მაგალითები ცხოვრებიდან: 1) როცა სირბილს ვიწყებდი, ვიყავი 22 წლის, უფორმო და უმოტივაციო პიროვნება. სიგარეტს იმ დროს უვკე 12 წლის ასაკიდან ვეწეოდი და სულ რაღაც ორი, თუ სამი თვის მიტოვებული მქონდა. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი დეგრადანტი ვიყავი, რომელიც საკუთარ ორგანიზმს არასდროს უფრთხილდებოდა და ყველანაირი შხამით წამლავდა. შენი აზრით, როგორ დაბრკოლებებს ვეტაკებოდი იქამდე სანამ სირბილს ჩვევად არ ვიქცევდი? მე შენ გეტყვი ელემენტარულებს: ხან საჭირო დროს ვერ ვიღვიძებდი, ხან კუნთები მტკიოდა, ხან წვიმა წამოვიდოდა, ხან ნამეტანი სიცხე იქნებოდა, ზოგჯერ ზედმეტად ციოდა. ყოფილა სიტუაციაც , როცა მიზეზად მეგობრის შეყვარებულზე დაშორებასაც ვიყენებდი. ვითომ სადაა ლოგიკა, ჰო? მაგრამ მაინც, ჩემი ტვინი ათასობით მიზეზს იგონებდა იმისთვის, რომ სირბილისთვის თავი დამენებებინა და ისევ ისეთივე სუსტი და ამავდროულად ცხიმით სავსე მასა დავრჩენილიყავი... მაგრამ მე ყველა ამ დაბრკოლების გადალახვა შევძელი და დღეს უკვე სირბილი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს იკავებს. 2) ერთხელ, ერთ ჩემს ახლობელს გავუმზადე პიროვნული განვითარების 30 დღიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა კომფორტის ზონიდან გამოსვლას , სწორი აფირმაციების რეგულარულად გამოყენებას (აფირმაციებზე და კომფორტის ზონაზე მომავალში ვისაუბრებთ. არ შეგეშინდეს) ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას და მოკლედ, პიროვნული განვითარების მთელ ბუკეტს. სადაც ერთ-ერთი დავალება იყო კბილების საპირისპირო ხელით გამოხეხვა (ანუ იმ ხელით, რომლითაც მისთვის უკომფორტო იყო.) იცი რა მოხდა ამ პროგრამის შესრულების მეთორმეტე დღეს? რა და, ამ კაცს, ადამიანს, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება ჯანსაღი და ძლიერი კბილები ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი ამოუვარდა. ანუ, ასე უბრალოდ ადგა კბილი და ამოვარდა. იცი, რა მოხდა შემდეგ? რა და ამ მამაკაცმა თავი დაანება პროგრამას. მოდი გავაანალიზოთ ეს სიტუაცია: გაითვალისწინე, რომ კბილის ამოვარდა, ეს იყო ერთ-ერთი კედელი, ანუ ზუსტად ის ობიექტური მიზეზი, რომელიც აძლევდა ადამიანს შანსს მთელი პროგრამისთვის თავი დაენებებინა, რაც უკვე ვახსენეთ, რომ მოხდა. ანუ, ამ მამაკაცს არ სურდა ბრძოლა იმისათვის, რომ პროგრამა დაესრულებინა, შესაბამისად მოხდა ისეთი, რამ, რამაც ხელი შეუწყო მის დაუსრულებლობაში... არის ჰო რაღაც აზრი ამ იდეაში? ამ მაგალითით, მე იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი, იმისათვის, რომ მიატოვო ნებისმიერი საქმე და სწორედ ამ მიზეზებით გამოწმებს შენ სამყარო, ხარ თუ არა მზად ამავე საქმის ბოლომდე მისაყვანად. უკვე განვმეორდი კიდეც, რაც თვითონვე არ მსიამოვნებს, მაგრამ არაუშავს. ჩემი წიგნია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ! ახლა შემდეგი კითხვა: როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები? ამის პასუხი იმდენად ელემენტარულია, რომ მილიარდობით ადამიანი ვერ გაიგებს დაჟე მილიარდჯერ, რომ გადაიკითხოს ის. გინდა გადალახო დაბრკოლებები? (მაშინ მომწერე და გამოგიგზავნი ჩემს წიგნს ^^)#წიგნები#feedcgrant
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Tbilisi · 4 days ago
ეკოლოგია
თვითონ ეს ტერმინი, რომელიც გარემოს დაცვის აღსანიშნავად გამოიყენება ბერძნული სიტყვაა (Oikos - სახლი, გარემო; Logos - შეცნობა) და გარემოს შესწავლას გულისხმობს. იმ გარემოსი რომელსაც ადამიანი დღესაც, 21-ე საუკუნეშიც დიდ ზიანს აყენებს. უამრავ წყაროში გვხვდება ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა საფრთხის შემცველია მისდამი უყურადღებობა და უდიერი მოპყრობა. მაგრამ ადამიანები არ ითვალისწინებენ წარსულ გამოცდილებას და მაინც არ დგამენ მკვეთრ ნაბიჯებს. რა იგულისხმება მკვეთრ ნაბიჯებში? ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურება და სხვა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მკვეთრი და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ავიღოთ ჩვენი ქვეყანა, ყველა ვხვდებით რომ, თუ არსებულ ეკოსისტემას არ გავუფრთხილდებით ყველაზე ბრუტალურ შედეგს მივიღებთ, რომელთა შორის უმძიმესი ცოცხალი არსებების განადგურება მათ შორის ადამიანის. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ჩვენი უმოქმედობით. მაგალითისთვის ავიღოთ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილთა სტატისტიკა: სიმსივნე - 35 394 ადამიანი; სასუნთქი სისტემის დაავადებები - 13 893 ადამიანი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები - 101 775 ადამიანი. როგორც კვლევები ამბობენ ზემოთ აღნიშნულ დაავადებებს, კავშირი აქვთ გარემოზე უდეირ მოპყრობასთან და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ამ დაავადებებისა ესაა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველო ჰაერის სისუფთავის ინდექსით 109-ე ადგილს იკავებს. სუფთა ჰაერის პირველი მტერი კი ავტომობილებიდან და ქარხანა-დანადგარებიდან გამოყოფილი გამონაბოლქვია. ნივთიერებები, როგორიცაა: მტვრის მყარი ნაწილაკები; NO2(აზოტის დიოქსიდი); SO2(გოგირდის დიოქსიდი) PM-2.5,PM-10 ერევა იმ ჰაერს რომლსაც ჩვენ ვსუნთქავთ. და მაინც რა პრობლემებს იწვევს ? ის გამომწვევია ისეთი პრობლემებისა, როგორიცაა: სიმსივნე, თვალის გაღიზიანება, ბრონქიტი, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა და სხვა. თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს „დიზელზე“ მომუშავე ავტომობილების გადაადგილება და უფილტრო ქარხნების ფუნქციონირება. უამრავმა სახელმწიფომ დაიწყო ელექტროავტომობილებზე და ველოსიპედებზე გადაჯდომა. მაგალითად: მსოფლიოში პირველად, ავსტრიის ქალაქ ბაირონ ბეიში უნდა მოხდეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებლის ამუშავება. „SunMan”-ის მზის პანელები დამონტაჟებულია მატარებლის სახურავზე, რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას, 77კვ/სთ. მატარებლის ელემენტებს დაახლოებით იგივე შესაძლებლობის სიმძლიერე აქვს, რაც „ტესლას S“ მოდელს და დატენვა ჰყოფნის 12-დან 15-მდე მარშუტის შესრულებას. ამასთანავე იგი ინაზღაურებს დახარჯული ენერგიის 25%-ს. თავდაპირველად მატარებლით მოსახლეობა მხოლოდ შაბათ-კვირას ისარგებლებს, მაგრამ იანვრიდან ის სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, იმისა თუ როგორ ებრძვის განვითარებული სახელმწიფო ჰაერის დაბინძურებას. ის ხომ მხოლოდ დაავადებების გამომწვევი არა. დაბინძურებული ჰაერი ტემპერატურის მატების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რაც თავის მხრივ იწვევს ყინულის საფარის დნობას და ხანძრებს. მაგ: 1972 წლის შემდგომ, გრენლანდიის ყინულის საფარის დნობამ, ზღვის დონის 1,27 სმ-ით აწევა გამოიწვია. აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სტატისტიკის ნახევარი გასულ რვა წელზე მოდის. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ვარაუდობენ რომ, დანიის ყინულოვანი საფარი 1000 წელიწადში გადნება, რაც წყლის 27მ-ით მომატებას გამოიწვევს. დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი, რუთ მოტარამი ამ ქრონოლოგიას ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ ტემპერატურის 1,5-2 გრადუსით მომატების შემთხვევაში, დადგება წერტილი რომლის, იქითაც გრენლანდიის ყინულოვანის საფარის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. დნობის პროცესი ასევეა აჩქარებული დედამიწის მეორე მხარეს, ანტარქტიდაზე. გასული 10 წლის განმავლობაში კონტინენტი ყოველწლიურად 252 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა, რაც შეეხება გრენლანდიას, ის წელიწადში 286 მილიარდ ტონას. ამ ციფრების ნაწილი ახერხებს განმეორებით გაყინვას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის წყლის დონის დასაწევად. ანტარქტიდისა და გრენლანდიის ყინულოვან საფარში თავმოყრილია მსოფლიო მტკნარი წყლის 99%. მათი გადნობის შემთხვევაში ხმელეთის დიდი ნაწილი დაიფარება წყლით, მაგ: ფლორიდის შტატი. მეორე უდიდესი პრობლემა რასაც ტემპერატურის მატება იწვევს ხანძრებია. იმის გამო რომ ტემპერატურა ხშირად მატულობს, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში ხშირია ხანძრები, რაც საგრძნობლად ამცირებს ტყით დაფარული ხმელეთის ნაწილს. მცენარეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადი ეხმარება ტემპერატურას დაწეევაში, ადამიანებს კი არსებობაში. აქვე აღსანიშნავია ცხოველები, რომლრბიც ამ ხანძრებს ეწირებიან და უამრავი სახეობა საფრთხის წინაშე დგას. იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რამხელა უბედურება მოაქვს ხანძარს გავიხსენოთ, 2019 წელს მომხდარი ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ტყის მასივის დაწვამ, რომელიც ტერიტორიული განაწილებით 9 სახელმწიფოს აერთიანებს(,ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი, საფრანგეთის გვიანა) უდიდესი ზიანი გამოიწვია თავისი მაშტაბებით. ამ ხანძრის დროს განადგურდა ათასობით ხე და დაიღუპა უამრავი ცხოველი. ეს ერთადერთი შემთხვევა არა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ვიგებთ, ამა თუ იმ ტყის დაწვის შესახებ ამბებს, რაც დიდი საფრთხის წინაშე გვაყენებს ჩვენ. განსაკუთრებული პრებლემა იქმნება ახალი ხე-მცენარეების გაზრდაში, რადგან იმისათვის, რომ მიწის დამწვარი ნაწილი აღდგეს და ის კვლავ ნაყოფიერი გახდეს მათ გასაზრდელად წლები საჭირო. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოზონის პრობლემა, რომელიც არა ნაკლები ზიანის მომტანია. ოზონი უფერო გაზის ერთობაა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ნაწილია. ის ქიმიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც თავის მხრივ მარტივად რეაგირებს სხვა ნივთიერებებზე. დედამიწის ზედაპირთან ახლოს მომხდარი რეაგირება, იწვევს მცენარის სიცოცხლის და ფილტვის ქსოვილების დაზიანებას, რადგან ეს რეაგირება რეზინის გახეთქვას ჰგავს. ის ასევე შთანთქავს მზის მავნე კომპონენტებს, რომლებიც „ულტრაიისფერი გამოსხივების“ სახელითაა ცნობილი. მისი ამგვარი ქმედება იცავს ცოცხალ ორგანიზმებს. მაგრამ სამწუხაროდ ქლოროფუეროკარბონების მსგავსი აირების გამო მოხდა მისი მოლეკულური სტრუქტურის დარღვევა, რამაც გამოიწვია მასში ღრმულის წარმოქმნა. ყოველწლიურად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სამხრეთ ნახევარსფეროში, გაზაფხულზე, ქიმიური რეაქციები, რომლებიც შეიცავენ ქლორსა და ბრომს, სამხრეთ პოლარულ რეგიონში ოზონს სწრაფად და სასტიკად ანადგურებენ. მისი განადგურება ცოცხალი ორგანიზმებისათვის ფატალური შედეგის მომცემია. მისი არ არსებობით მოხდება დედამიწაზე ულტრაიისფერი სხივების მოხვედრა. მეცნიერების თქმით მან შეიძლება გამოიწვიოს: ორგანიზმების დნმ-ს ცვლილება, კანის კიბო უმწვავესი ფორმით და ადამიანების სიკვდილი. ადამიანებიის ქმედებებით ჩვენ უფრო ვასწრაფებთ ამ პროცესს, მაგრამ არსებობს კვლევები, რომელთა თქმითაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ პროცესის მიმდინარეობა შემცირებულია. მსოფლიო ამ პროცესის უფრო შესამცირებლად ატარებს სხვადასხვა პრევენციებს. ერთ-ერთი ასეთი პრევენციაა: ელექტროავტომობილების მასიური გამოყენება და გამონაბოლქვის შემცირება. ეკოსისტემის უკეთ დასაცავად ადამიანებმა უნდა ვიზრუნოთ მასზე, ნებისმიერი ხერხით რომელიც მისი გადარჩენისთვის იქნება საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ნარჩენების გადამუშავება. რომლის მეშვეობითაც მოვახერხებთ გარემო დავიცვათ დაბინძურებისგან. ეს პროცესი დაწყებულია რიგ სახელმწიფოებში, რომელთა შორისაც საქართველოა. მაგრამ ამ შესანიშნავ საქმეში ჩვენ თითოეულმა ადამიანმა უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, თუნდაც გარემოში ნარჩენების არ დაყრა.#feedcgrantFeedc Feedc Support #ჯანსაღიცხოვრება #მეცნიერება #ასტროლოგია #ეკოლოგია#feedc#newsonfeedc#feedcproject#ჩემიქალაქიმკლავს
+8
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
ჯანდაცვის სამინისტრომ ეროვნული გამოცდებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის. რეკომენდაციების თანახმად, გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაცული უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება; აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა, სადაც უსაფრთხო დისტანციის, მინიმუმ ორი მეტრის დაცვით უნდა მოხდეს. აუცილებელია რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენებით. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, უნდა მოხდეს ერთიან შესასვლელთან თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მეთვალყურეთა რაოდენობა, ან მოხდეს როტაციის პრინციპის გამოყენება იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. აუცილებელია, მიეწოდოთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ამასთან, რესპირატორული სინდრომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის უნდა გამოიყოს სარეზერვო სექტორი. „ყველა საგამოცდო ცენტრის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე; განათავსეთ დეზინფექციისთვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისთვის, ხოლო გამოსაცდელებისთვის – ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში; ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება; უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისთვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები; სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით; გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით; სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები, გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა, საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბით და სახის დამცავი ფარით“,- წერია რეკომენდაციებში. რაც შეეხება საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესებს, სამუშაოდ უნდა მოხდეს სექტორის მხოლოდ 50%-ის გამოყენება. სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ ერთი მეტრისა. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით. გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს და კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი. „რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა (ფორმა 100); თუ გამოსაცდელს 37 გრადუსზე ან 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.5 გრადუსამდე შედეგის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული „პისიარ“ ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება“,- წერია დოკუმენტში. ცენტრის პერსონალი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის წესები მის სამუშაო ადგილზე. სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენოს ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მიაწოდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთაოს ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებდა მუშაობისას. ხელის ჰიგიენა ჩაიტაროს ხშირად. რაც შეეხებათ გამოსაცდელებს, მათი ვალდებულებებია: „საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას; საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი: ა) სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე; ბ) საგამოცდო სექტორის დატოვების დროს; გ) სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს; დ) საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას; ე) 37 გრადუსზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად „პისიარ“ ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა). მითითების შემთხვევაში დაიმუშავეთ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია; დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან“, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში.
Sokhumi Daily
Sokhumi · 4 weeks ago
რა უნდათ აფხაზებს?
1985 წელს, ბორჯომში ყოფნისას შევესწარი, პროფკავშირის საგზურით სოხუმიდან „დასასვენებლად“ ჩამოსული შუა ხნის აფხაზი ქალი რა გაცხარებით უმტკიცებდა ქართველ მამაკაცს: „Вы у нас отняли алфавит....вы всё у нас отняли!!!......" აფხაზეთიდან რომ ბორჯომში აგზავნიდნენ ადამიანებს „დასასვენებლად“ საბჭოთა პროფკავშირები, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ აქ განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ეს ნარატივია: „ქართველებმა, ყველაფერთან ერთად, ანბანიც წაგვართვითო!“. თავიდან შეიძლება ვერც მიხვდე ადამიანი, რა „ანბანის წართმევას“ გულისხმობდა. ან შეიძლება გეგონოს, რომ (მათი აზრით) ჰქონდათ ანბანი, რომელიც ქართველებმა „წაართვეს“. მაგრამ..... თურმე ნუ იტყვით, რომელიმე სხვა ანბანს კი არ გულისხმობენ, არამედ სწორედ იმ ანბანს რომლითაც ახლა ვწერთ და კითხულობთ. როგორ? „რანაირად“? - სრულიად უსარგებლო კითხვებია: შიზოიდურ ანტიქართულ პარანოიას რაციონალური ახსნა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, იოლი და „თავისდამამშვიდებელია“ ყველაფერი იმით ავხსნათ, რომ ეს მძვინვარე ანტიქართული ნარატივი აფხაზ ნაციონალისტებს (!).....„კრემლმა ჩაუნერგა“ კრემლი რომ იყენებს თავისი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად, ცხადია! მაგრამ „ჩაუნერგა“ მეტისმეტი გაპრიმიტივებაა - თუ ამ ეთნოსის და ქართულ-აფხაზური წინააღმდეგობის ისტორიას გადავხედავთ. საერთოდ, მენტალურად (ეს სწორედ მენტალური პრობლემაა), ძალიან ძნელია ადამიანებს შეასმინო, რომ ქართულ-აფხაზურ საუკუნოვან (!) წინააღმდეგობაში, აფხაზური საზოგადოების მძვინვარე ქართველოფობია, რასაც ისტორიული, სისტემური წინაპირობებია აქვს, პირველადია, ხოლო მისი „ინსტრუმენტალიზება“ მოსკოვის მიერ, მზაკვრული, ანტიქართული, იმპერიული, აგრესიული მიზნების განსახორციელებლად - მაინც მეორადი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში „ქართული ნარატივი“ აფხაზეთის ისტორიის შესახებ არანაკლებ პრიმიტიული და შიზოიდურია. „...აფხაზები იყვნენ ქართველები....მაგრამ მერე მთიდან ჩამოსახლდნენ აფსუა ტომები და მიითვისეს ქართული ტომის (აფხაზების) ისტორია.....“ ამ ნარატივს ავითარებდნენ თვით ყველაზე „მაღალ ინტელექტუალებად“ მიჩნეული მოღვაწენი. მაგალითად აკაკი ბაქრაძე. ზუსტად ასე, სიტყვა სიტყვით, აღწერა მან აფხაზეთის ისტორია 1989 წლის მიტინგზე. ზვიად გამსახურდიამ კი, იმავე პერიოდში მიტინგზე განაცხადა: „ქრისტიანი აფხაზები იყვნენ ქართველები, ესენი კი აფსუები არიან....“ აქ მაინც ყველაზე საინტერესო ამ ორი ნარატივის აბსოლუტური შეუთავსებლობა და შეურიგებლობაა. ორივე მათგანი შედეგია „ნაციონალიზმის“ ეპოქისათვის დამახასიათებელი დისკურსის და შესაბამის წამოდგენათა ექსტრაპოლირებისა სრულიად სხვა ეპოქაზე. მაგალითად, იგივე „აფხაზთა და ქართველთა სამეფო“. აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგები მას „აფხაზურ სახელმწიფოდ“ აცხადებენ. ხოლო ჩვენი ისტორიოგრაფია, ბუნებრივია „ქართულ სახელმწიფოდ“. არადა, შუა საუკუნეებში იდენტობა არ განისაზღვრებოდა ჩვენი ეპოქისათვის თვისებრივი „საზრისებითა თუ „კორელანტებით“. იმ ეპოქაში სულ სხვა კრიტერიუმები არსებობდა: „ტახტი“ („გვირგვინი“) ან რელიგია. იმ დროისათვის რელევანტური კითხვა იყო არა „რა ეროვნებისა ხარ?“, არამედ „რომელი ტახტის (გვირგვინისა) ხარ?“ ან „რა რწმენისა ხარ?“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მხოლოდ დღევანდელ ანუ „გათანამედროვებულ“ დისკურსში აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე საუბრობდნენ იმ დროს ელიტები, რომელი ენა გამოიყენებოდა (პირობითად) სახელმწიფო, ანუ საქმისწარმოების ენად, რა ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა....... რასაკვირველია, ჯერ ბერძნულად, ხოლო X საუკუნიდან - ქართულად. მაგრამ თანამედროვე ქართველთა წინაპრები, რომლებიც ჯერ „აფხაზეთის სამეფოში“, შემდეგ „აფხაზთა და ქართველთა სამეფოში“ ცხოვრობდნენ, ყოფითად საუბრობდნენ ქართულად ან მეგრულად, ხოლო თანამედროვე აფხაზთა წინაპრები - აფსუანურ (ადიღურ) ენაზე. მერედა რა - ამით? ელიტებისა და მასათა მიმართება ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა „დამწერლობა“, „საქმისწარმოება“, „წირვა-ლოცვის ენა“.... მხოლოდ ბევრად გვიან ხდება არსებითი - კლასიკური გაგებით „ნაციონალიზმისა“ და „ნაციონალური მშენებლობის“ ეპოქაში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში XIX საუკუნიდან, როდესაც სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ, ქართველ განმანათლებლებთან ერთად, „ქართველი ერის“, როგორც თანამედროვენაციონალური ერთობის „კონსტრუირება“ დაიწყო და ნებისმიერი ობიექტური, არაანგაჟირებული სპეციალისტი გეტყვით, რომ უკვე მაშინ ანუ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე „შეეჯახა“ ეს მცდელობა - ასევე ახლადშობილი „აფხაზური ნაციონალიზმის“ წინააღმდეგობას. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თუმცა დავუბრუნდეთ ისევ შუა საუკუნეებს: აფხაზებთან დისკუსიის დროს, მათთვის მუდმივად „ჩამჭრელი“ კითხვაა: თუკი „აფხაზთა სამეფო“ იმ გაგებით იყო „აფხაზური სახელმწიფო“, რასაც დღეს გულისხმობენ, მაშინ სად გაქრენ ის აფხაზები? აბა თითქოს როგორ შეიძლება და ხომ ეწინააღმდეგება ელემენტარულ საღ აზრს: თუკი აფხაზებმა შექმნეს „აფხაზური სახელმწიფო“, შემდეგ ეს სახელმწიფო ისე როგორ განვითარდა, რომ „სახელმწიფოთშემოქმედი ერი“ - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ (პირობითად) იდენტობის მატარებელი აღარ აღმოჩნდა სულ რაღაც 2 საუკუნის შემდეგ?! ამგვარი მაგალითი მსოფლიო ისტორიაში მოიძევება?......დიახ მოიძევება: მაკედონელები (დიდწილად არაბერძნული ეთნოსი) და მათი როლი საბერძნეთის ისტორიაში! საოცრად ჰგავს ქართულ-აფხაზურ ისტორიას. სხვათა შორის, არ არის შემთხვევითი, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაში, თანამედროვე საბერძნეთი, როგორც შეეძლო ისე ეწინააღმდეგებოდა სლავურ სახელმწიფო „მაკედონიას“, - ამ სახელით გაწევრებულიყო NATO-ში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენ ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად უნიკალური ფენომენია ქართველი ერი სწორედ იმ აზრით, რომ მან შეითავსა „ეგრთა“ და „სვანთა“ იდენტობა. შოტლანდიელები ან უელსელები „ბრიტანელები“ არიან, მაგრამ არა ინგლისელები! ევროპელისთვის ეს ძნელი გასაგებია და სწორედ ამიტომ იწვევს პროფესორ ჯორჯ ჰიუიტის მაგვართა ანტიქართულ ისტერიას. არ არის გამორიცხული, საქართველოს ისტორია რომ ნორმალურად გაგრძელებულიყო, აფსუა ანუ არაქართული ეთნოსი, დროთა განმავლობაში მართლაც ქცეულიყო „მეოთხე კომპონენტად“ ამ ერთობაში. ოღონდ განვითარების ეს ხაზი შეწყვიტეს იმ ისტორიულმა კატაკლიზმებმა, რაც XIII - XV საუკუნეებში განვითარდა ჩვენს რეგიონში: ჯერ მონღოლთა შემოსევამ და ძალიან ნიშანდობლივმა გადაწყვეტილებამ ერთიანი სამეფოს ორ (დასავლეთ და აღმოსავლეთ) ნაწილად გაყოფის შესახებ; შემდეგ, ნაწილობრივ, თემურ-ლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა, ოსმალთა ექსპანსიამ და, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიამ - მისი „დანაწევრების“ სტრატეგიით. პეტერბურგი გეგმაზომიერად ცდილობდა „მეგრულ“ და „სვანურ“ ფენომენთა განცალკევებასაც ერთიანი ქართული მატრიციდან. მაგრამ ვერ მოახერხა. აფხაზებთან მიმართებაში კი მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზეთის შემთხვევაში არსებობდა ისტორიული წინაპირობა, რომელიც ჯერ კიდევ XVIს. ჩამოყალიბდა, როდესაც აფხაზეთი და მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, ხოლო აფხაზურმა ელიტებმა (მეზობელი სამეგრელოსგან და იმერეთისგან განსხვავებით) იმპერიისადმი „ლოიალობის“ ნიშნად დაგმეს ქრისტე და მიიღეს ისლამი. შემდეგ კი ფართოდ გაავრცელეს იგი აფხაზურ მასაში. იმ ეპოქაში კი, როგორც მოგახსენეთ, სწორედ რელიგია განსაზღვრავდა იდენტობას და არა ეთნიკური წარმომავლობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . ზუსტად ამ „ლოიალობის“ წყალობით და ისლამის აღიარების გამო, აფხაზურმა ელიტებმა „მოირთეს ძალა ოსმალთა“ - აგრესიისათვის სამხრეთით და განახორციელეს მეგრული ეთნიკური ელემენტით დასახლებული რეგიონების ოკუპაცია ვიდრე მდინარე ენგურამდე. შემდგომ საუკუნეებში ამას მოჰყვა ეთნიკური იდენტობის ცვლილებაც; ანუ „მეგრელთა - გააფხაზება“: იმ აფხაზთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც დღეს, პირობითად თუ ვიტყვით, აფხაზად „იწერება“, თუმცა მეგრული გვარი აქვს და რომლის წინაპარმა (ხშირად მეხუთე-მეექვსე თაობამდე), აფხაზურის გარდა მართლა არც ერთი ენა არ იცოდა, ზუსტად იმ „გააფხაზებულთა“ შთამომავლები არიან! დღეს, მათი სახით, „XVI-XVII საუკუნე“, ოსმალთა იმპერია და მისი ერთგული, აგრესიული ჩაფარი - გამუსლიმებული აფხაზეთი გვიღრენენ იმავე სიძულვილით - ქრისტიან (ანუ ქართველ) ბავშვებს რომ იტაცებდნენ, ანაკლიაში მონათა ბაზრობაზე მიჰყავდათ და მერე სტამბულის ჰარემებში აბარებდნენ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე: ისტორიული პარადოქსია, რომ ამჟამად „აფხაზეთის ავტოკეფალიისთვის“ იბრძვიან და ამ გზით საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობენ სწორედ იმათი ეთნიკური და იდეოლოგიური შთამომავლები, ვინც (ისევ და ისევ მეზობელი სამეგრელოსგან განსხვავებით) XVI საუკუნიდან „ძალა მოირთო“ ქრისტეს გმობითა და ისლამის მიღებით. ახლა კი ჩვენზე დიდი და ჩვენზე ძველი ქრისტიანები ყოფილან თურმე - კონსტანტინეპოლშიც დარბიან და ათონის მთაზეც. XIX საუკუნეში, კავკასია რუსეთმა დაიპყრო. ბუნებრივია, მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ოსმალთა იმპერიის „ჩაფარ-საყრდენებს“ იგი აუცილებლად მოშლიდა. მოშალა კიდეც ეს საყრდენები და აფხაზ-ადიღეველები სამშობლოდან გააძევა. სწორედ მაშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა: აფხაზეთიდან 1870-იან წლებში თითქმის პირწმინდად გაძევებული აფსუა ეთნოსის არსებითი ნაწილი, 20-25 წლის შემდეგ, ესე იგი XX საუკუნის დამდეგს, აფხაზეთში დაბრუნდა, მაგრამ.....მათი თანაეთნოსელი ჩერქეზები „რატომღაც“ ვერ დაბრუნდნენ იქვე - სოჭის მიდამოებში. რატომ? ჩვენში ამას ბრიყვულად ხსნიან იმით, რომ თურმე მაშინ (1900-იანი წლების დამდეგს) იმპერია „წინასწარჭვრეტდა“ 90 წლის შემდეგ საქართველოში „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობის დაწყებას და ანტიქართული მიზნით „შემოუშვა“ აქ აფსუები მაშინ, როდესაც „არ შემოუშვა“ ჩერქეზები ისტორიულ ჩერქეზეთში. ეს, რასაკვირველია, მითოლოგემაა - ანუ კვლავ და კვლავ „ისტორიული ექსტრაპოლაცია“. სინამდვილეში, მიზეზი ამ სხვაობისა ის იყო, რომ აფსუათა (მათ შორის ისტორიულად გააფხაზებულ მეგრელთა) აფხაზეთიდან გაძევების შემდეგ, ეს ტერიტორია დაიკავა სამეგრელოს მოსახლეობამ, რომელსაც პეტერბურგი ლოიალურად თვლიდა სწორედ ქრისტიანობის გამო. მაშასადამე, კულტურულად, ეთნიკურად, ყოფითად, ეს ტერიტორია მაინც „შეთავსებადი“ გახდა დაბრუნებულ მოჰაჯირებთან; სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი „ადაპტირებადნი“ იყვნენ კულტურულად მახლობელ გარემოში მაშინ, როდესაც სოჭის მიდამოებში იმპერიამ ჩერქეზებთან სრულიად „შეუთავსებელი“ და „არაადაპტირებადი“ გარემო შექმნა - კაზაკების ჩასახლებით. ამაზე ერთ რუს ისტორიკოსს დავიმოწმებ: „Возвращающимся Абхазам было выгодно прикидываться грузинами (мэгрелами), которых царская администрация считала лояльными". აფხაზები დღეს ძალიან ღიზიანდებიან, როცა „ფეისბუკ-ბატალიების“ დროს ეუბნები: სწორედ მეგრელებთან (ქართველებთან) კულტურულმა და ყოფითმა სიახლოვემ, მათთან ყოფითმა მსგავსებამ, „შეთავსებადობამ“ და „ადაპტირებადობამ“ გადაგარჩინათ, - დაგაბრუნათ აფხაზეთში, თორემ ისევე ვერ დაბრუნდებოდით, როგორც ჩერქეზები ვერ დაბრუნდნენო! სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი: ცარისტული ადმინისტრაცია შეცდომით (!) აღიქვამდა ამ ეთნიკურ ელემენტს „უძღები შვილის დაბრუნებად“, რომელიც ისეთივე ლოიალური იქნებოდა, როგორც ქართული, მეგრული ელემენტი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . იმპერიისადმი „ლოიალურნი“ კი გახდნენ, მაგრამ სულ სხვა საფუძველზე: XX საუკუნის დასაწყისიდან, აფხაზურმა ელიტებმაც დაიწყეს „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესი. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდნენ „მეზობელ“ საქართველოში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაწყებულ ანალოგიურ პროცესს და წარმატებით ეცადნენ იმპერიისთვის შეექმნათ ანტიქართული „ალტერნატივა“, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით: ახალ ეპოქაში უკვე აფხაზური ელიტები გახდნენ „ლოიალურნი“ იმპერიის მიმართ, ხოლო ამ ლოიალობის ნიშნად აღიარეს რუსული ენა, რომელიც ისეთივე „კორელანტი“ გახდა ამ მხრივ იმპერიული ლოიალობის და მისი ძალის მორთვისა (საქართველოს წინააღმდეგ), როგორც თავის დროზე ისლამი - ოსმალთა იმპერიის მიმართ. "Мы русскоязычные" (იგულისხმება: არალოიალური და ნაციონალისტი ქართველებისგან განსხვავებით) - იმ დროიდან მომდინარე უცდომელი ნარატივია! სინამდვილეში ეს „ლოიალობაც“, მძვინვარედ ნაციონალისტურ აფხაზურ ელიტებს, სჭირდებოდათ იმ პროცესთა „უკან შესაბრუნებლად“, რაც XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო, ანუ აფხაზეთიდან ქართველების გამოსაძევებლად! ეს იყო მათი ისტორიული მიზანი. და სამწუხაროდ, 1980-იან წლების ბოლოდან, ქართული ელიტების თუ უპასუხისმგებლო პოლიტიკანების წყალობით, ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც, ანუ, აღისრულეს ისტორიული ოცნება - „გაეწმინდათ“ აფხაზეთი საერთოქართული იდენტობის მატარებელი ელემენტისგან, გაებატონებინათ ამ ტერიტორიაზე ის იდენტობა, რომელიც XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ კატაკლიზმებში, უპირველესად ოსმალთა იმპერიაში, შემდეგ ცარისტულ ბატონობაში იღებს სათავეს. ამასთან, ანტიქართული „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესში და ახალი ეპოქის „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ შესაქმნელად, ძველი ეპოქის მათთვის ხელსაყრელ ინსტიტუტებსაც მისწვდნენ: მათ შორის „აფხაზთა სამეფოს“ და ქრისტიანობას, რომელიც თავად დაგმეს, როცა სხვა იმპერიისადმი ლოიალობის ნიშნად და მისი „ძალის მოსართავად“ ასე სჭირდებოდათ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რა ეშველება ამ ყველაფერს? არაფერი!!! ეს ორი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ პროექტი იმდენად შეუთავსებელია, მათი რაიმე სახით ან ხარისხით „კონვერგენცია“ აბსოლუტურად შეუძლებელია. მით უმეტეს, იმ რეალობაში, რაც ჩამოყალიბდა 1988-1993 წლების „ეროვნულ-გამანადგურებელი“ მოძრაობისა და კატასტროფულ მარცხთა მთელი სერიის შემდეგ, როდესაც იმავე უტვინო და უპასუხისმგებლო პოლიტიკანთა „წყალობით“, ყველაფერი წავაგეთ, ყველაფერი დავკარგეთ, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა - სამურზაყანოსა და 2008 წელს სამარცხვინოდ, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორის ჩათვლით. ახლა ერთადერთი, რაც დაგვრჩენია და რაც ნამდვილად შეგვიძლია, მხოლოდ ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვცნოთ ამ ქართველოფობიური სეპარატისტული აპენდიქსის ე.წ. „დამოუკიდებლობა“; შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება, მათ შორის ე.წ. „ჟენევის ფორმატში“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეთნოწმენდის შედეგად წარმოშობილი კვაზისახელმწიფოს „საერთაშორისო გაპრავებას“ ემსახურება; შეწყდეს ბრიყვული „ჰუმანიტარული“, სამედიცინო თუ საზღვრისპირა-სავაჭრო პროექტებით მძვინვარე ანტიქართული საზოგადოების „მოთაფვლის“ ფუჭი, მავნებლური მცდელობა მაშინ, როდესაც ეს საზოგადოება სუნთქავს და საზრდოობს საქართველოს სიძულვილით, - ეს სიძულვილი და შეურიგებლობა მისი არსებობის პირობა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია; და..........დაველოდოთ „ჩვენს“ ისტორიულ დროს. იმ იმედით, რომ მომავალ ეპოქაში მაინც აღმოგვაჩნდება საკმარისად პროფესიული, პასუხისმგებელი ელიტები, რომლებიც ადრინდელ საბედისწერო შეცდომებს არ გაიმეორებენ. წყარო: GHN.GE ავტორი: ნიკა იმნაიშვილი#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #sokhumidaily
Primetime
Tbilisi · 2 months ago
რა წესები უნდა დაიცვან სამშენებლო კომპანიებმა, თუ ხვალიდან საქმიანობას გააგრძელებენ
რა წესები უნდა დაიცვან სამშენებლო კომპანიებმა, თუ ხვალიდან საქმიანობას გააგრძელებენ - Primetime
რა წესები უნდა დაიცვან სამშენებლო კომპანიებმა, თუ ხვალიდან საქმიანობას გააგრძელებენ - Primetime
რა წესები უნდა დაიცვან სამშენებლო კომპანიებმა, თუ ხვალიდან საქმიანობას გააგრძელებენ - Primetime
Sokhumi Daily
Sokhumi · 3 weeks ago
როგორ დაიწყო აფხაზეთში ომი ? ნაწილი I
საქართველოს უახლესი ისტორიის თარიღთაგან 14 აგვისტო გამორჩეულია. ოღონდ არა იმიტომ, თითქოს ამ დღემ რაიმე თვალსაზრისით განსაზღვრა პროცესი - უბრალოდ, 14 აგვისტოს მოხდა კონცენტრაცია ყველა იმ პრობლემისა, რომელიც წვეთ-წვეთად გროვდებოდა სხვადასხვა «მიმართულებიდან» თვეების, წლებისა და ათწლეულების განმავლობაში. აფხაზეთში ომიც ქართული სახელმწიფოს «ჭეშმარიტების მომენტი» გახდა და საბოლოოდ გამოავლინა ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის შინაგანი, სისტემური სისუსტე. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ სუბიექტურ მიზეზებზე (თუმცა ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ რასაკვირველია), ომს აფხაზეთში ძალიან ღრმა ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ხოლო 1988-1989 წლების მოვლენათა შემდეგ იგი აბსოლუტურად გარდაუვალი გახდა. გაეროში გაწევრების მიუხედავად, ვითარება ქვეყანაში კვლავინდებურად დაძაბული და ფეთქებადსაშიში რჩებოდა. ზვიადისტთა აქტივობამ (თბილისსა და სამეგრელოში) პერმანენტული ხასიათი შეიძინა. გროზნოში თავშეფარებულ გამსახურდიას, რასაკვირველია, აღარაფერი ახსოვდა პირადი წყენისა და შურისძიების გარდა. ედუარდ შევარდნაძისადმი სიძულვილი მის პიროვნულ ძალებს აათმაგებდა. არადა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი იმ დროს უკვე არა მხოლოდ ფიზიკურად (სამხედრო თვალსაზრისით), არამედ პოლიტიკურადაც დამარცხებული იყო. თუმცა მას და მის მომხრეებს მარცხთან შერიგება არაფრით სურდათ. ლოთი ქობალიას მებრძოლებმა ხელისუფლების წარმომადგენელთა გატაცება დაიწყეს. სხვადასხვა დროს გაიტაცეს გია ყარყარაშვილი, რომან გვენცაძე, სანდრო კავსაძე. ვითარება სამეგრელოში სრულიად უმართავი იყო. არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სოხუმშიც იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები. შექმნილი ვითარებით ბრწყინვალედ ისარგებლა ვლადისლავ არძინბამ. სწორედ მაშინ გამოვლინდა პირველად მისი განსაკუთრებული გაიძვერობა ანუ უდავო პოლიტიკური ნიჭი: ზვიადისტებთან შეხვედრისას არძინბა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს თანაუგრძნობდა «კანონიერ პრეზიდენტს», გმობდა «შევარდნაძის ხუნტას» - მისი «არაკანონიერების» გამო. ამავე დროს, შევარდნაძე-იოსელიან-სიგუა-კიტოვანის ხელისუფლებასაც ოსტატურად ეთამაშებოდა და ყოველნაირად ცდილობდა მისთვისაც ეგრძნობინებინა, რომ შესაძლებელი იყო ალიანსი «ზვიადიზმის წინააღმდეგ». სინამდვილეში, რასაკვირველია, ვლადისლავ არძინბას «ზვიადისტებიც», «ანტიზვიადისტებიც», შევარდნაძის მომხრეებიც, გამსახურდიას მიმდევრებიც, ისევე, როგორც ყველა ქართველი, ერთნაირად სძულდა და ეზიზღებოდა. უბრალოდ, მან მიიღო შანსი, გამოეყენებინა საქართველოს შიდა პრობლემები საკუთარი სეპარატისტული მიზნების განსახორციელებლად და ამ შანსით ბრწყინვალედ ისარგებლა. 24 ივნისს, სწორედ იმ დღეს, როცა ზვიადისტებმა «გადმოტრიალება» სცადეს და ტელევიზიის შენობა აიღეს, არძინბამ უბრძანა აფხაზურ ფორმირებებს, დაეკავებინათ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა. გივი ლომინაძე კაბინეტიდან გააძევეს და ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენეს. არძინბამ ოსტატურად გამოიყენა საქართველოში მიმდინარე მოვლენათა პოლიტიკური ასპექტიც. როგორც მოგახსენეთ, საქართველოს «დემოკრატიული რესპუბლიკის» 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენას მან უპასუხა საბჭოთა აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენით. რომლითაც აფხაზეთი, თუმცა «საბჭოთა», მაგრამ (რაც მთავარია) საქართველოსაგან იურიდიულად გამიჯნული იყო. სეპარატისტებმა უმალვე დაარღვიეს ზვიად გამსახურდიასთან მიღწეული დროებითი შეთანხმება (ტაქტიკური კომპრომისი) და მინისტრთა დანიშვნა აფხაზური უმაღლესი საბჭოს ქართული დეპუტაციის თანხმობის გარეშე დაიწყეს. ამათაც უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს სხდომების წამდაუწუმ დემონსტრაციულად დატოვების გარდა. არძინბა ყოველნაირად ცდილობდა (ახერხებდა კიდეც) ორივე დაპირისპირებული ქართული მხარისათვის მიეცა არგუმენტი ერთმანეთის წინააღმდეგ: ზვიადისტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აფხაზეთი კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო იკარგებოდა. ახალი ხელისუფლება და მისი მხარდამჭერებიც არძინბას გათავხედებას (ასევე არც თუ უსაფუძვლოდ) ზვიადისტთა აქტივობას უკავშირებდნენ. სულ სხვა ელფერი შეიძინა აგრეთვე გამსახურდია-არძინბას ადრინდელმა კომპრომისმა - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში «ქვოტირებული არჩევნების» შესახებ, რის შესაბამისადაც ქართველებმა 26 მანდატი მიიღეს, აფახებმა 28, ხოლო სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებმა - 11. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისე მარტივად არ არის საქმე, როგორც ზოგიერთს სურს წარმოადგინოს. იმ ხალხს, ვინც დღემდე გაიძახის: «გამსახურდიამ და პროფესორმა ლევან ალექსიძემ აფხაზეთში ქართულ უმრავლესობას აფხაზებზე ნაკლები მანდატი მიაკუთვნესო» და ამაში ხედავს პრობლემის საწყისს, ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ, რომ აფხაზეთში ქართული მოსახლეობა უმრავლესობას არ წარმოადგენდა! იგი უმრავლესობა (43 პროცენტი) იყო აფხაზებთან (18 პროცენტი) შედარებით, მაგრამ უმცირესობა - მთელს «რუსულენოვან მოსახლეობასთან» შეფარდებით. აფხაზები, რუსები, ბერძნები და სომხები, სხვა ხალხთა რუსულენოვან წარმომადგენლებთან ერთად საკმაოდ კონსოლიდირებულად მოქმედებდნენ, რაც დაადასტურა 1991 წლის მარტის სსრკ რეფერენდუმმა. შეგახსენებთ, რომ იმ რეფერენდუმზე, აფხაზეთის მოსახლეობის რუსულენოვანმა უმრავლესობამ ერთსულოვნად ხმა მისცა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. ანუ შეფარდება სინამდვილეში იყო 43 - 57-თან. თუ არჩევნები აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ყოველგვარი ქვოტირების გარეშე ჩატარდებოდა, მაშინ (ვთქვათ) 100 სადეპუტატო მანდატიდან ქართველებს ერგებოდათ 43, ხოლო რუსულენოვან მოსახლეობას 57. დაახლოებით ასეთი შეფარდება არსებობდა საბჭოთა პერიოდის აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში. ოღონდ ამ შემთხვევაში, აფხაზეთის ქართული თემის წარმომადგენლებს უმაღლეს საბჭოში საქმე ექნებოდა არა აფხაზურ, არამედ რუსულენოვან უმრავლესობასთან, რომელთან კომპრომისიც (საბჭოთა კავშირის არსებობისა და საქართველოში იმ დროინდელი ვითარების გათვალისწინებით), ეროვნული ხელისუფლების მესვეურებს უფრო ნაკლებრეალურად მიაჩნდათ ვიდრე აფახაზებთან. მით უმეტეს ე.წ. «კავკასიური ერთობის» იდეის გათვალისწინებით, რის გამოც, თურმე «სჯობს აფხაზებთან გვქონდეს საქმე, ვიდრე კრემლის მიერ შექმნილ ინტერნაციონალურ ფრონტთან». სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს არ იყო მხოლოდ გამსახურდიასათვის ან მისი იმდროინდელი გარემოცვისათვის დამახასიათებელი ილუზია. თავის მხრივ, აფხაზურმა მხარემაც ისარგებლა ამ ილუზიით, ვინაიდან მათ, რასაკვირველია ერჩივნათ თავად, დამოუკიდებლად შეექმნათ უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში, ვიდრე «რუსულენოვანი უმრავლესობის» შემადგენლობაში. 1992 წლის ვითარების კონტექსტში კი არძინბამ (მისი არჩევის მხარდაჭერაც იმავე «კავკასიური იდეის» გამოვლინება იყო – პარტიულ ფუნქციონერს მაინც აჯობებსო) კომპრომისი უკვე მთლიანად თავის სასარგებლოდ შეატრიალა (მაშასადამე, მასში ობიექტურად მაინც იდო ამის შესაძლებლობა) და უმრავლესობა ცალმხრივი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენა. გავიხსენოთ, რა ეშმაკურად მოქმედებდა არძინბა - ქართული დეპუტაციის თანხმობის გარეშე იგი მხოლოდ «მოვალეობის შემსრულებლად» ნიშნავდა მინისტრებად აფხაზური ეროვნების წარმომადგენლებს. პრემიერ მინისტრად კი დანიშნა გარუსებული ზარანდია, რომელიც ქართველად ძნელად თუ მიიჩნეოდა, მაგრამ ფორმალურად, შეთანხმება (უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე - აფხაზი, მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე - ქართველი) არ დარღვეულა. სტატიის ავტორი : ნიკა იმნაიშვილი#სოხუმი #აფხაზეთი #ომი #რუსეთი #პოლიტიკა #sokhumidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სანამ ჩვენ ვრჩებით შინ, ისინი რჩებიან გარეთ
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უხილავ მტერს, კორონავირუსს ებრძვის, საზოგადოების ნაწილმა ბრძოლა არარსებულ მტერს - შინაურ ცხოველებს გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსით ცხოველის დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გახშირდა მიუსაფარი ცხოველების სასტიკად მოპყრობისა და შინაური ცხოველების მიტოვების ფაქტები. ადამიანთა გარკვეული ნაწილი პანიკამ მოიცვა, ისინი უარს ამბობენ ოთხფეხა მეგობრებზე, წყვეტენ მათზე ზრუნვას, ყრიან სახლიდან, აგდებენ ქუჩაში და ამით ისხნიან ყოველგვარ მზრუნველობით თუ სოციალურ პასუხიმსგებლობას. სპეციალისტებისა და ცხოველთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციით, საგრძნობლად გაიზარდა ძაღლებისა და კატების თავშესაფრებში ჩაბარების მსურველთა რიცხვიც - ადამიანთა ნაწილი მიზეზად კორონავირუსის გავრცელებით პროვოცირებულ შიშს ასახელებს, მეორე ნაწილი კი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ უსახსრობასა და შინაური ცხოველის შენახვის უუნარობას. ჩნდება კითხვა, რატომ შეიქნა მსგავსი აჟიოტაჟი, თუკი ცხოველების გზით დაინფიცირების საშიშროება არ არსებობს? უპირველეს ყოვლისა, ეს ყალბი, გადაუმოწმებელი და არასრული ინფორმაციის გავრცელდებას უკავშირდება. მსოფლიო გლობალური პანდემიის წინაშე დგას, ადამიანების ემოციური წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ამ ვითარებაში კი სიცრუისა და ცრურწმენების გავრცელებისთვის ერთგვარად სასათბურე პირობებიც იქმნება - შიშის დომინანტობის დროს ადამიანების დიდი ნაწილი კარგავს რაციონალური განსჯის უნარს, ყვება პანიკას და მარტივად იჯერებს ნებისმიერი სახის დეზინფორმაციას. ცხოველებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებით დამახინჯდა რეალობა, რამაც გავლენა მოახდინა ცალკეული ინდივიდების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია ჰონკ-კონგში ძაღლის, ბელგიაში კატისა და ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკის ვეფხვის დაინფიცირების შესახებ. საგულისხმოა, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული ფაქტი საბოლოოდ გამოკვლეული და დადასტურებული არ არის. არსებობს ჰიპოთეზები, მიმდინარეობს კვლევები, თუმცა დღემდე არ არსებობს არანაირი მეცნიერული დასკვნა იმის შესახებ, რომ ეს ცხოველები ნამდვილად დაავადდნენ კორონავირუსით. მიუხედავად ამისა, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა აღნიშნული შემთხვევები უკვე დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩინეს. საგულისხმოა, რომ შესაძლოა კორონავირუსი ძაღლის, კატის ან სხვა ცხოველის სხეულის ზედაპირზე აღმოჩნდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მათ მიერ ვირუსის მატერებლობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, კოვიდ 19 სხვადასხვა ზედაპირზე რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში ცოცხლობს, ამ მხრივ გამონაკლისი კი არც ცხოველები არიან. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ძაღლები ვირუსის გავრცელებისთვის იგივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც კარის სახელურები ან ჩვენივე მობილური ტელეფონები, თუკი არ დავიცვათ რეკომენდაციებს. რაც შეეხება ჰიგიენას, პანდემიის პირობებში პრობლემები წარმოიშვა ცხოველთა მოვლა-დეზინფექციის კუთხითაც. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცხოველებს ამუშავებს ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებებითა და ძლიერი ქიმიკატებით, რაც რეალურად აზიანებს მათ ბალანსა და კანს, საფრთხეს უქმნის ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. უფლებადამცველი ორგანიზაციები და ვეტერინარები მოგვიწოდებენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დეზინფექციის მიზნით არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რომლითაც თავად ვიცავთ თავს - უარი ვთქვათ სპირტის შემცველ სითხეებზე და გამოვიყენოთ ქლორჰექსიდინის 1%-იანი ხსნარი, რომელიც უსაფრთხოა და არ შეიცავს ცხოველის ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს. საქართველოში მიუსაფარი ცხოველების ყოფა განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი - შეიზღუდა ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, ამასთანავე დაიხურა საკვები ობიექტები და კაფე-რესტორნები, რამაც მიუსაფარი ცხოველები საკვების გარეშე დატოვა. გარდა ამისა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გაცილებით სწრაფად იცლება ნაგვის ბუნკერებიც, რომელთა მეშვეობითაც ძაღლები და კატები ნაწილობრივ მაინც ახერხებდნენ გამოკვებას. დამძიმდა ტრასებსა და გზებზე მყოფი ცხოველების ყოფაც, რომლებიც ძირითადად, გამვლელებისა და საკვები ობიექტების თანამშრომლების მიერ პურდებოდნენ. მიუხედავად შექმნილი კრიტიკული ვითარებისა, მაინც მოიძებნენ ადამიანები, რომლებთაც უყვართ ცხოველები და გული შესტკივათ მათზე. სწორედ პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარებისთვის ფეისბუქში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი სახელად - „მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“, რომლის მიზანსაც პანდემიის პერიოდში მიუსაფარი ცხოველების გამოკვება და მათ ფიზიკურ გადარჩანაზე ზრუნვა წარმოადგენს. გაიხსნა სპეციალური ანგარიშიც. შემოსული თანხით ჯგუფის აქტივისტები ცხოველებისთვის ყიდულობენ საკვებს, რომელსაც შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ანაწილებენ. ნებისმიერი პირი, რომელიც უვლის და პატრონობს შინაურ ბინადარს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ოთხფეხა მეგობრის ყოლა გულისხმობს მისთვის ყურადღების, მზრუნველობისა თუ სიყვარულის გაზიარებას და არა სასტიკ, არაჰუმანურ მოპყრობას. თუკი ვამბობთ, რომ „ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია“, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეგობრობა პირველ რიგში სწორედ პასუხისმგებლობას, ზრუნვასა და ერთმანეთის დაცვას, ჭირში ერთად ყოფნას გულისხმობს, მათ შორის ისეთ გლობალურ ჭირშიც კი, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა.#ცხოველები #კორონავირუსი #tbilisidaily
ლიმონი ლიმონი
Tbilisi · 1 month ago
ვინ უნდა იზრუნოს უსახლკაროებზე?
ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ცნობიერების ზედაპირზე ამოტივტივდა და თავისი მკაფიო გამოხატულება ჰპოვა აზრმა სათანადო საცხოვრისის შესახებ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემაზე მსჯელობის მასშტაბები ვიწრო დისკუსიებს არ გასცდენია, ვინაიდან მას არ მიუღია პოლიტიზირებული ხასიათი. ანუ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური კონიუნქტურა, საცხოვრისს, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, არ აღიარებს და ეს საკითხი სიმბოლური პოლიტიკური წესრიგისგან მაქსიმალურად გამიჯნულია, მაშინ, როცა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტები და რიგი ქვეყნების კონსტიტუციები ამ უფლებას ნორმად აქცევენ. ჩვენთან ამას ერთადერთი ახსნა აქვს - თუ სახელმწიფო თავად აიღებს ხელში საბინაო პოლტიკის სტანდარტიზაციის მექანიზმებს, მაშინ იგი ამით შეურაცხყოფს „ბაზრის“ ლოგიკას, რომელიც თავისი მტაცებლური და ანტისაზოგადოებრივი ბუნებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ და უპირობო დისკურსად იქცა. სანამ საბინაო პოლიტიკის აუცილებლობაზე დავიწყებთ საუბარს, საჭიროა თვალი გადავავლოთ პოსტსაბჭოთა პერიოდში ნეოლიბერალური რეფორმების შემდეგ განვითარებულ ისტორიულ კონტექსტებს. თუკი, მაგალითად, 1988 წლისთვის ურბანულ ნაწილში საბინაო რესურსის პროცენტულობა საჯარო და კერძო სექტორებზე 79/21 პროპორციით არსებობდა, პოსტსაბოთა პერიოდში ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი პირველი ხელისუფლების მიერ ინიცირებლი „ბინების პრივატიზების შესახებ“ აქტი იყო, რომელმაც ნორმატიული სარჩულის მორგება ჩვენთვის კარგად ცნობილი ისტორიული კონტექსტების გამო ვერ მოახერხა. ამის შემდგომ, ცხადია, სამოქალაქო ომის დროს საბინაო პოლიტიკისთვის არავის სცხელოდა, ხოლო შევარდნაძის პერიოდში დაწყებულ პტივატიზაციის უსუსურ და უსისტემო ტალღას თან ერთვოდა საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზების მოშლა, ქალაქგეგმარებითი სტრატეგიების სრული კოლაფსი, კორუფცია და მტაცებლური სპეკულაციები. პრობლემამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია შეიაღაღებული კონფლიქტების შემდგომ დევნილთაა ნაკადის ზრდის გამო. სახელმწიფოს კი ამის პრევენციისთვის მკაფიო პოლიტიკა არ გააჩნდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ იწყება ნეოლიბერალური რეფორმებისა და საბინაო სექტორში მასშტაბური პრივატიზაციის მორიგი ტალღა. საბინაო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ სრულად ჩამოიშორა და იგი კერძო ბიზნესს მიანდო, თავად კი ხელი მიჰყო დერეგულაციის პოლიტიკას, რამაც მალევე წარმოშვა ისეთი სიმპტომატური ხასიათის ნიშნები, რგორიცაა „დუმილი თანხმობის ნიშანია“ ან „ერთი სარკმლის“ პრინციპი. რის შედეგადაც გამარტივდა ადმინისტრაციული წარმოება, მოიშალა სამშენებლო სექტორზე ზედამხედველობისა და კონტროლის რეალური მექანიზმები. სწრაფი ტემპით შეიცვალა ურბანული სტრუქტურა, დერეგულაციამ ხელი შეუწყო მშენებლობის მასშტაბების უკონტროლო ზრდას, რის შედეგაცად ბაზარი სპეკულაციურმა სამშენებლო ბიზნესმა დაიკავა. ამის პარალელურად გაიზარდა კერძო პირების დაკრედიტების პრაქტიკა. რასაკვირველია, გაიზარდა იპოთეკური სესხების რაოდენობაც. სამშენებლო კომპანიებმა წინასწარ დაიწყეს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ მრავალსართულიან კომპლექსებში ფულის აღება. მარტივად რომ ვთქვათ, საბინაო პოლიტიკა გამოვიდა საჯარო ინტერესიდან და იგი დაეფუძნა „კერძო“ ლოგიკას - ადამიანს საკუთარი კეთილდღეობის შედეგად თავად უნდა მოეხერხებინა საცხოვრისის უზრუნველყოფა. თუმცა 2008 წელს საქართველო ერთდროულად აღმოჩნდა მსოფლიო ეკონომიკური და რუსეთ-საქართველოს ომის კრიზისის წინაშე, რომლის შედეგებიც კონკრეტულად საბინაო პოლიტიკის კუთხით სავალალო და მოუშუშებელი აღმოჩნდა. კრიზისის გამო მშენებლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სტაგნაცია განიცადა, ხოლო ის ათიათასობით ადამიანი, ვისაც წინასწარ ჰქონდათ ფული გადახდილი, ბინის გარეშე დარჩა. იქედან გამომდინარე, რომ დერეგულირებულ სექტორში კომპანიის შემოჭრა უკონტროლოდ ხდებოდა, ხოლო მათი პასუხისმგებლობის დაყენების მიზნით სახელწმიფო არანაირ ბერკეტს არ იტოვებდა, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა სრული ზარალის აღრიცხვა. მიუხედავად წლების შემდგომ განხორციელებული ფასადური ცვლილებებისა, სამშენებლო ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე დაურეგულირებელ სექტორად რჩება საქართველოში. დამოუკიდებლობის ისტორიაში არც ერთი მოწვევის პარლამენტს დღის წესრიგში არ დაუყენებია საბინაო პოლიტიკის საკითხი და საკუთარ თავზე არ აუღია უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე პასუხისმგებლობა. უსახლკარობა ამ დრომდე რჩება ქყვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. წესით პანდემიას უფრო მეტი აქტუალობა უნდა შეეძინა ამ საკითხისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკური წრეები ისევ დუმილს ირჩევენ. დღესაც არ არსებობს მკაფიო და კონსტრუქციული გეგმა ამ პრობლემის გადასაჭრელად, ეს კი იმ სოციალურ კონტექსტში, როცა 1 კვ.მ ბინის ფასი დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალია ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე. უსახლკაროთა რაოდენობის დინამიკა დრამატულ ზრდას განიცდის. 2017 წლის მონაცემებით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, 6000-ზე მეტმა პირმა მიმართა სახელმწიფოს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის. ამ საკითხზე სახელმწიფოს მხრიდან არ განხორციელებულა შესაბამისი კვლევა. ამის მიზეზი კი შეიძლება ერთგვარი შიში იყოს. შიში იმისა, რომ სრულმასშტაბიანი კვლევის შედეგად მას უსახლკაროთა საგანგაშო რაოდენობა შერჩება ხელში. თუ შემოდგომაზე ვირუსის ახალი ტალღა დაიწყება, სიცივესთან ერთად კიდევ უფრო რთული გახდება მისი მართვა. მივიღეთ მკაფიო მოცემულობა - თუ არ გაქვს სახლი, ვერ შეძლებ თვითიზოლაციას, ხელების საათობრივად დაბანას, ვერ დაემალები ვირუსს და იქნები მისი გავრცელების პოტენციური წყარო. მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ საბინაო პოლიტიკის მოგვარება არა უბრალოდ ჰუმანური აქტი, არამედ გარდაუვალი აუცილებლობის საგანი გახდა. აქ კი ჩნდება მარტივი კითხვა - ვინ უნდა იზრუნოს უსახლკაროებზე? პასუხი კი ასევე მარტივია. ჩვენ უკვე ვნახეთ სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის ჩამოშორებისა და მისი კერძო სექტორზე გადაბარების პოლიტიკა როგორ შევიდა ჩიხში. ვნახეთ, თუ როგორ დამარცხა საჯარო ლოგიკის წინააღმდეგ კერძო ლოგიკა. პანდემიამ კი ეს სურათი კიდევ უფრო მკაფიოდ გადაგვიშალა თვალწინ. ვირუსის გამო მსოფლიომ სხვა რეალობაში გაიღვიძა - უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აუცილებლობის რეალობაში. ჩვენც ამ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ კოლექტიური, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სოციალური სერვისების მშენებლობაზე. მათ შორის იმ იდეაზეც, რომ საცხოვრისის ქონა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. გამოგვყევით Facebook-ზე: //