უკრაინელი ნაციონალისტები, უნა-უნსოს მეომრები აფხაზეთის ომში საქართველოს მხარეს იბრძოდნენ, 7 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა ამ ომში.
უკრაინა გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც დაიწყო აფხაზეთიდან ქართველი დევნილების ევაკუაციის სპეცოპერაცია(1993 წლის 11 ოქტომბერს).
17 ვერტმფრენის საშუალებით, მოახდინეს 291 აფრენა და გადაარჩინეს 7643 ქართველის სიცოცხლე. და ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როცა რუს-აფსუა სამხედროების ტყვიები ზუზუნებდნენ ჰაერში.
მეგობარი დევნილებისგან ვიცი, რომ რამდენიმე უკრაინული გემის საშუალებითაც ხდებოდა დევნილების ევაკუაცია. სამაშველო ვერტმფრენებიდან დევნილებს გზაში კონსერვის ქილებს და საკვებს უყრიდნენ რათა შიმშილისგან არ დახოცილიყვნენ. ამას გარდა უამრავი ჰუმანიტარული დახმარება გაგვიწიეს.
აღარაფერს ვამბობ იმ საერთაშორისო მხარდაჭერაზე რომლესაც უკრაინა ავლენს ათეულობით წელია ჩვენი ქვეყნის მიმართ.