იდეოლოგიური ომები

0
ტყუილი უდიდესი მავნებლობაა.მე ვიტყუები, შენ იტყუები, ის იტყუება.ეს არის დღევანდელი ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ტყუილი რომლის უკანაც პოლიტიკური ზრახვებია-ღალატია.დღეს საქართველოში ძალიან ხშირად იყენებენ სიტყვა , , იდეოლოგიას" და დიდი ეჭვი მაქვს გაუაზრებლად.არ ვიცი რამდენად დაფიქრებულია უმრავლესობა იმის შესახებ თუ რამდენი სისხლი დაიღვარა თითოეული იდეოლოგიისთვის, აზრთასხვადასხვაობისთვის, ლიდერებისთვის, ფანატიზმისთვის, მავნებლობისთვის და მაინც ამაყად და დამაჯერებლად ვსაუბრობთ იდეოლოგიის ფარგლებში, რომელიც გვზღუდავს.ეს ერთი დიდი სპექტაკლია, საკუთარი თავის დამკვიდრების მანია და ზუსტად ამიტომ არის საშინელი საყურებელი დღევანდელი პოლიტიკა.პოლიტიკოსის იმიჯს ამოფარებული მხდალები, მკვლელები, ბარიგები, ჩმორები და ეს იმიტომ კი არა, რომ ჩვენ მივეცით იმის უფლება რომ გვმართოს.ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი იყენებენ იდეოლოგიას, როგორც იარაღს.გვაპირისპირებენ ამ ნიშნით.შეიძლება წარმოდგენაც არ აქვთ თუ რამდენი გვამი აწევს ამ ყველაფერს კისერზე , არცაა საჭირო რომ იცოდნენ ან იციან და იქიდან გამომდინარე, რომ იდეის არსი მარტივი და კომპლექსურია კარგად იყენებენ.არ მინდა ვიყოთ თაობა, რომელიც იდეებს მხარს უჭერს თუმცა არ იცის რა არის მისი რეალური სახე. ყველა ძლიერ იდეოლოგიას აქვს სისხლის კვალი სახეზე და როდესაც ჩვენ მას ვავრცელებთ ვამახინჯებთ ვყრნით და ბოლოს , როგორც იტყოდნენ, თავდაპირველი იდეისგან სრულად განსხვავებულ მახინჯ ნარკოტიკს ვნერგავთ საზოგადოებაში, სადაც ამ ყველაფერს იღებენ და ზუსტად ასე იწყება ის ბრძოლა, კონფილქტი, კამათი, რასაც ბოლოს ზოგი ნანობს ზოგი კი-არა.თავისთავად იტყვის ვინმე მაგრამ თუ არა იდეოლოგიები მაშინ რა ? . პასუხი მარტივია არ არის საჭირო იდელოგია იმისთვის რომ გაგანჩდეს შენი აზრი, შენი მორალი, შენი პატივისცემა, შენი სიყვარული რაღაცისადმი.მანამ , სანამ არ მიხვდებით, რომ იდეოლოგიები მხოლოდ მართვის საშუალებაა ვერ გავაღწევთ ამ ილუზიიდან , თუმცა, მერწმუნეთ დადგება ის დღე როდესაც ყელში ამოგვივა ეს ხელოვნურობა, ეს სიყალბე, რაც ასეოდენ ფესვგადგმულია ჩვენში.მოგვბეზრდება და დავანგრევთ ამ მახინჯ სისტემათა ერთობლიობას. ეს აუცილებლად მოხდება ადრე თუ გვიან.პატარა რჩევა-იყავით ვინც ხართ.განსაზღვრეთ თქვენი საქციელები თქვენიდან გამომდინარე.მიიღეთ ეს ყველაფერი ისეთი, როგორიც არის.აგეთ პასუხი თქვენ მოქმედებაზე და ზუსტად ამ გზით მიხვალთ იქ, სადაც ნამადვილად არის თქვენი ადგილი და მერწმუნეთ შეიძლება მაშინღა გაიგოთ თუ რა არის იდეა, რა არის აზრი და რა არის ამ ყველაფრის საწყისი რასაც ასე ამაოდ ვეთაყვანებით.
0