გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს

0
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც medi news აქვეყნებს, ტაძრის სტიქაროსანი უჩა ქემაშვილი მათთან ინტერვიუში ამბობს, რომ დილით ტაძარში მისულს ხატები დამტვრეული, ხოლო გარკვეული რაოდენობის თანხა წაღებული დახვდა. „ფანჯარაა ჩამტვრეულია, საიდანაც მძარცველები შევიდნენ. მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს არ ვიცი, დამტვრეული დიდი ნაწილი. პოლიცია ადგილზე უკვე მუშაობს“, - ამბობს სტიქაროსანი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
#ჩუმლაყი
#ახალიამბები
0