ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ბელარუსი დატოვა

0
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ქვეყანა დატოვა და ლიტვაში იმყოფება. ამის შესახებ ინფრომაციას BBC ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსზე დაყრდნობით ავრცელებს. ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა ბელარუსი სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, თუმცა სვეტლანა ტიხანოვსკაია ამ შედეგებს არ აღიარებს.
0