კვირკველია და ანანიძე ერთად?

0
სოლომონ კვერკველია, ალბათ, ვოლგოგრადის როტორში გადავა. ეს რუსული საიტების ინფორმაციაა. მოსკოვის ლოკომოტივში კვერკველიას დღეები დათვლილია. ადრე გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო წელიწადნახევარში ხშირად სათადარიგო იყო. როტორი ის კლუბია, სადაც რამდენიმე დღის წინ ჯანო ანანიძე გადავიდა. ასევე გუნდში არიან ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი. ეს კლუბი წლეულს გადავიდა რუსეთის პრემიერლიგაში.
0