სამი თვალი, სამი ყური და სხვის საქმეში - ცხვირი

0
ასე გამოიყურება ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი აგროვებს, რრალურად კი არაფერში არ სჭირდება, გამოუსადეგარია. მაგალითად:რამდენი აქვს ნათესავს, ახლობელს ხელფასი; როდის დაქორწინდება თამაზის ბიჭი; ეთერის გოგო ისევ გვიან დაბრუნდა სახლში და თან, ახლა სხვა მანქანით მოიყვანეს; რაზე იჩხუბეს თანამშრომლის შვილმა და რძალმა და მერე როგორღა შერიგდნენ; როგორი რემონტი გააკეთა ნაცნობმა და მერე"სადაური ავეჯი დაიდგა ზალაში"; ყავს თუ არა საყვარელი მაიას, რომლის ქმარიც მეორე წელია ციხეშია; რა სახსრებით დაიწყო თამუნამ ბიზნესი, მაშინ როდესაც რომ კითხო ფული არ აქვს. რაც უფრო მეტ, მსგავს შეკითხას სვამს ადამიანი და ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს პასუხებიც მიიღოს, მით მეტი ნაგვით იწნეხება, იპრესება და თავს რომ ცუდად გრძნობს, მაინც სხვას აბრალებს... რატომ?! რისთვის?!
#მოდა
#ხელოვნება
#ახალიამბები
0