5 votes
0 comments
0 shares
Save
კარგია
55 views
Avtandil Khantadze
Tbilisi · 4 months ago

https://youtu.be/9_f578f0tRI


Avtandil Khantadze
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
კარგია, რომ კომუნალურების სუბსიდირება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრებზეც დაიწყეს ფიქრი-ვაშაძე
პარტია „ახალ საქართველოში“ მთავრობის მომავალ ნაბიჯებს ელოდებიან - პარტიაში დადებითად აფასებენ ხელისუფლების მხრიდან კომუნალური გადასახადების გადახდის საკითხს და ამბობენ, რომ ახლა უმუშევრად და უხელფასოდ დარჩენილ მოსახლეობაზე ფიქრიცაა საჭირო. „კარგია, რომ კომუნალურების სუბსიდირება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრებზეც დაიწყეს ფიქრი. ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით და ველოდებით შემდეგ ნაბიჯებსაც. ფულის ხარჯვაში პირველად გავიგეთ ნორმალური გზავნილი მთავრობის მხრიდან", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის,მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, გადასახადს არ გადაიხდიან.აღნიშნულ თანხას მთავრობა ბიუჯეტიდან დაფარავს.
Primetime
Tbilisi · 3 months ago
კარგია, მაგრამ … – პაატა იმნაძის რეკომენდაცია სუფთა ჰაერზე სეირნობასთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სუფთა ჰაერზე გასეირნება კარგია, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. მისი თქმით, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება. „სუფთა ჰაერზე გასეირნება კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. ვინც ლისზე და კუს ტბაზე სეირნობდნენ, უთქვამთ ჩვენ სხვებს არ ვეკონტაქტებით, მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება. ძირითადად რაც გვაქვს ეს არის ოჯახური ან სამეგობრო კლასტერები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ დაელაპარაკონ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ კონტაქტი. მანძილი უნდა დავიცვათ, ღია სივრცეში მეტრ ნახევარი, ხოლო დახურულში 2 მეტრი“, – აცხადებს პაატა იმნაძე. მან ასევე ისაუბრა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე და თქვა, რომ აუცილებელია ისინი გაუფრთხილდნენ თავს. „რეკომენდაციები ყველას ეხება ერთნაირად. გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი. 65 წელზე მეტის ვინც არის მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ. მე 65 წელზე მეტი ვარ. მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები. მე უნდა ვიმუშაო“, – განაცხადა იმნაძემ.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია! – ლევან რატიანი ინფიცირებულ პაციენტებზე
ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია! – ლევან რატიანი ინფიცირებულ პაციენტებზე
ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია! – ლევან რატიანი ინფიცირებულ პაციენტებზე
ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია! – ლევან რატიანი ინფიცირებულ პაციენტებზე
Fashion Folk Tales
Tbilisi · 4 days ago
კარლ ლაგერფელდთან ერთად ღამის კლუბებში გატარებული დროით შთაგონებული ვირჯინია ვიარდის ახალი...
კარლ ლაგერფელდთან ერთად ღამის კლუბებში გატარებული დროით შთაგონებული ვირჯინია ვიარდის ახალი კუტიურ კოლექცია შანელისთვის ვირჯინია ვიარდი კარლ ლაგერფელდს პირველად ოთხმოციან წლებში შეხვდა. მაშინ ლაგერფელდი ხშირად სტუმრობდა ღამის კლუბებს და ვიარდიც თან ახლდა. სწორედ ამ ექსცენტრიულ პერიოდს მიუბრუნდა შანელის ამჟამინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ოტ კუტიურ კოლექციის შექმნისას და დაიწყო ფიქრი „პანკ პრინცესაზე, რომელიც Le Palace – ს მზის ამოსვლისას ტოვებდა.“ იხსენებდა საგულდაგულოდ გამოწყობილ ექსტრაორდინალურ ქალებს, რომლებიც დროს კარლთან ერთად ატარებდნენ, მათ შორის პრინცესა Gloria von Thurn und Taxis – ს და ეცადა ეპოქის სულისკვეთება მისთვის დამახასიათებელი თმის სტილით, ბევრი სამკაულებით, შანელის კოდების მორგებით გადმოეცა. „ეს კოლექცია უფრო მეტად კარლ ლაგერფელდით არის შთაგონებული, ვიდრე გაბრიელ შანელით. გონებაში ნამდვილად კარლის სამყარო მქონდა…“ ვირჯინია ვიარდი აღსანიშნავია ლუქების შემცირებული რაოდენობაც – საშუალოდ სამოცდაათის მაგივრად ოცდაათი. ამის მიზეზი, ბუნებრივია, პანდემიის შედეგად განვითარებული მოვლენები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკეტილი სამკერვალოები და სამუშაოს შესასრულებლად ნაკლები დროის ქონაა. კატალოგისთვის კოლექცია მოდელებმა Adut Akech – მა და Rianne Van Rompaey – მ მოირგეს. შანელის კლასიკურ ბუნებას როკ’ნ’ როლ განწყობა ფოტოებსა და ვიდეოში Mikael Jansson-მა შეუთავსა. კლიენტებს ასევე გაეგზავნებათ კატალოგები, რომლებშიც დამატებით ყველა დეტალი გამოკვეთილად იქნება ნაჩვენები. „კოლექცია გლამურს შეეხება; ის დახელოვნებული და ექსცენტრიულია — ძალიან ინგლისური — რომანტიკული და ფანტასტიკური.“ #შანელი #მოდა #დიზაინი #ახალიკოლექცია #ვირჯინია Tbilisi#მოდა
კარლ ლაგერფელდთან ერთად ღამის კლუბებში გატარებული დროით შთაგონებული ვირჯინია ვიარდის ახალი...
Fall-Winter 2020/21 Haute Couture – CHANEL
Fall-Winter 2020/21 Haute Couture – CHANEL
Fall-Winter 2020/21 Haute Couture – CHANEL
Teo Beridze
Batumi · 3 months ago
აჭარული ყველაფერი კარგია :))
Fashion Folk Tales
Tbilisi · 2 weeks ago
22 წლის შემდეგ ტაირა ბენქსი კვლავ ამშვენებს SI – ის ყდას
22 წლის წინ, Sports Illustrated Swimsuit – ისთვის, ტაირა ბენქსი პირველი აფრო-ამერიკელი ქავერ-ვარსკვლავი იყო. ამ გამოცემას უკავშირდება ბენქსის კარიერის აღმავლობა. ნომრის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ, ტაირათი ვიქტორია სეკრეტი დაინტერესდა და ძალიან მალე,ის Victoria’s Secret – ის პირველი აფრო-ამერიკელი ანგელოზიც გახდა. 2 ათწლეულის შემდეგ, ბენქსი კვლავ არის იმ ჟურნალის ყდაზე, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ფოტოგრაფი: Laretta Houston ვარცხნილობა: Kim Kimble მაკიაჟი: Valente Frazier ტაირას ახალი ინტერვიუ ყდასთან დაკავშირებით #ტაირა #ტაირასქამბექი #მოდა #დიზაინი #SI Tbilisi#მოდა
22 წლის შემდეგ ტაირა ბენქსი კვლავ ამშვენებს SI – ის ყდას
Tyra Banks Reveals Why She Came Out of Retirement for 'SI Swimsuit' 2019 (Full Interview)
Tyra Banks Reveals Why She Came Out of Retirement for 'SI Swimsuit' 2019 (Full Interview)
Tyra Banks Reveals Why She Came Out of Retirement for 'SI Swimsuit' 2019 (Full Interview)
+3
Fashion Folk Tales
Tbilisi · 1 month ago
ჰოლანდიელი ტოპ მოდელი Romee Strijd თავისი პარტნიორისგან, Laurens van Leeuwen-სგან შვილს ელოდება!
ჰოლანდიელი ტოპ მოდელი Romee Strijd თავისი პარტნიორისგან, Laurens van Leeuwen-სგან პირველ შვილს ელოდება. წყვილისთვის სიახლე განსაკუთრებით სასიხარულია, რადგან წლების წინ, რომის საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი დაუდგინეს. ჰოლანდიელი წერს, რომ ამ მდგომარეობის გამო, მას 7 წელი მენსტრუაციის ციკლი არ ჰქონდა. რომი და ლორენსი ფიქრობდნენ, რომ მათ ცხოვრებაში ეს დღე არ დადგებოდა, თუმცა თანამედროვე მედიცინის და ცხოვრების სტილის (ყოველდღიური ვარჯიში, ფრენები, სტრესი, რაც თან ახლავს მოდელის პროფესიის ყოველდღიურობას) შეცვლის შემდეგ, რომის ჯანმრთელობის მდგომარეობა დარეგულირდა და მისი ორგანიზმი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა. რომის და ლორენსის სიყვარულის ისტორია 2010 წელს მათ მშობლიურ ჰოლანდიაში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, რომი ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტომ აღმოაჩინა და კონტრაქტი შესთავაზა. სთრაიდის სამოდელო კარიერას აღმავლობის პოტენციალი ჰქონდა, ამიტომ ლორენსმა ჰოლანდიაში სამსახური მიატოვა და რომისთან ერთად ნიუ-იორკში ჩავიდა. 10 წლის შემდეგ, რომის პორტფოლიოში 100-ზე მეტი ბრენდი და 50-ზე მეტი ჟურნალია. 2014 წელს ის ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი გახდა. რომი იუთუბითაც არის დაკავებული, შეგიძლიათ ესტუმროთ მის არხს: #ჰოლანდიელიტოპმოდელი #მოდა #დიზაინი #პირველიშვილი Tbilisi
Keso Bigvava
Tbilisi · 1 month ago
ევა გრინის 5 ფილმი, რომელიც მორალისა და ამორალურობის ზღვარზე გადის
ევა გრინი ცნობილია თავისი ეპატაჟური როლებით. გთავაზობთ 5 ფილმს მისი მონაწილეობით, რომელიც მორალისა და ამორალურობის ზღვარზე გადის. ნამსხვრევები საშო მეოცნებენი იდეალური გრძნობა დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე#ევაგრინი #ფილმები #მორალი #ამორალურობა #კინოხელოვნება #კინო Tbilisi
Kato Malania
Tbilisi · 1 month ago
უყურე ჩემს ახალ ვიდეოს (ლინკი მითითებულია) და დაიწყე დღესვე!
🎬❤️როდის დავიწყე იოგა და რატომ, რა ცვლილებები გამოიწვია მან ჩემში და რატომ უნდა დაიწყო შენც!