პრემიერმა შსს-ს დაავალა, გააკონტროლოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები

0
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2 მარტის მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, აღასრულოს თვითიზოლაციის წესები. გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნიული საბჭოსთვის, მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა: "ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე. თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნშვენლოვანი კომპონენტი. მოვუწოდებთ მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან ეს კომპონენტი". 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს. ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულოა on.ge-ს მიერ.
#news
giorgigakharia
#coronavirus
#headline
0