რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

0
კორონავირუსის პრევენციის მიზნით რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთთან მაყურებლის გარეშე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს: „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად“, - წერია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში. მატჩი 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
#რაგბი
#რუსეთი
#საქართველო
#რაგბისკავშირი
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0